რას შევიძენთ ბავშვებისთვის 50-ლარიანი ბიუჯეტით თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე?
რას შევიძენთ ბავშვებისთვის 50-ლარიანი ბიუჯეტით თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე?
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის დღეები − 24-27 ივნისი − საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ჩვენი პატარებისთვის საკითხავი ლიტერატურა დიდი ფასდაკლებით შევიძინოთ. წიგნის ფესტივალს "ექსპო ჯორჯია" მასპინძლობს, კოვიდრეგულაციები სრულად იქნება დაცული, ასე რომ თამამად შეგიძლიათ ესტუმროთ ბავშვებთან ერთად და წიგნები შეარჩიოთ.

გაითვალისწინეთ, რომ პავილიონში შესასვლელად უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია თქვენთვის სასურველი დღისა და საათის დასაჯავშნად საიტზე: https://tbilisibookfestival.ge/ka, (დასწრება თავისუფალია). ამიტომ, გირჩევთ წინასწარ გადახედოთ კატალოგებს და დაახლოებითი სიაც წინასწარ შეადგინოთ.

როგორც აღვნიშნეთ, ფესტივალი არ უნდა გამოტოვოთ, რადგან წიგნების შეძენა დიდი ფასდაკლებით არის შესაძლებელი.
მით უმეტეს, ბავშვების ბიბლიოთეკის განახლებისთვის ახლა საუკეთესო დროა, რადგან წინ ზაფხულის არდადეგებია. იმისათვის, რომ გადაწყვეტილების მიღება გაგიმარტივდეთ, შემოგთავაზებთ სიას ორი ასაკობრივი კატეგორიისთვის. პალიტრა L-ის სტენდთან, აქ მოცემული წიგნების შეძენას 50-ლარიანი ბიუჯეტით შეძლებთ.

8-12 ასაკობრივი კატეგორიისთვის:
• ბიჭი ჩიტი და ოსტატი ალბერტო
• ბავშვი ჩვეულებრივი
• საბალეტო ფეხსაცმელები
• როგორ მოვარჯულოთ დრაკონი
• საძაგელი მამიდა
• შუაღამის ბანდა
• საოცნებო მშობლები
mshoblebi

7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის:
• შევიფარეთ ვარსკვლავი
• ვინი პუჰის თავგადასავლები
• იავნანა ლილისთვის
• ნ. დუმბაძე - მზეო დაბრუნდი, დაბრუნდი
• disney- დამბო

mshoblebi

გელით თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ბავშვებთან ერთად, სადაც დიდი ფასდაკლებები, უამრავი სიახლე და ბევრი სიურპრიზი დაგხვდებათ.
ფესტივალზე მისულ პატარებს გამომცემლობა "პალიტრა L" დიდი ფასდაკლებების გარდა საყვარელ ავტორებთან შეხვედრასაც სთავაზობს. "ექსპო ჯორჯიას" ღია
სივრცეში ყოველდღიურად მოეწყობა პრეზენტაციები, სადაც ცნობილი ქართველი ავტორები გამომცემლობა "პალიტრა L"-ის უახლეს წიგნებს წარადგენენ. პრეზენტაციების გრაფიკი ასეთია:

mshoblebi
შაბათი, 26 ივნისი

1. 12:30 -13:00 საბავშო წიგნის, "ლუნა და ციცინათებელის პლანეტა" წარდგენა.

კვირა - 27 ივნისი

2. 12:30 - 13:00 გურამ პეტრიაშვილის წიგნის, "შევიფაროთ ვარსკვლავი" წარდგენა.

გელით თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ბავშვებთან ერთად!
მის: "ექსპო ჯორჯია", წერეთლის #118, მე-11 პავილიონი.
142
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია