როგორ შეუნახო შთამომავლებს შენი ოჯახის ისტორია
როგორ შეუნახო შთამომავლებს შენი ოჯახის ისტორია
საინტერესოა, როგორ ცხოვრობდა ჩემი დიდი ბებია, რომელიც ხუთ შვილს ზრდიდა და ფერმასაც უვლიდა... სიამოვნებით მოვისმენდი ისტორიას ჩემს დიდ პაპაზე, რომელიც ომში იბრძოდა. კითხვები ჩვენს წინაპრებზე, დიდ ბებიებსა და ბაბუებზე, ჩვენი ცხოვრების მანძილზე პერიოდულად ყველას გვიჩნდება. კარგ შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეს რომელიმე ნათესავი, ვინც წინაპრების ისტორია იცის და რაღაცას მაინც მოგიყვება. მაგრამ ასე ძალიან იშვიათად ხდება. პირადად მე, ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს იმაზე, თუ ვინ იყვნენ ჩემი დიდი ბებიები და პაპები, მაგრამ ის, თუ ვინ იყვნენ მათი მშობლები - ამაზე წ
არმოდგენაც კი არ მაქვს.
რატომღაც, მოზარდობის პერიოდში არასოდეს დავინტერესებულვარ ჩემი წინაპრების ისტორიებით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარდა ბებიების მოყოლილი ამბების მოსმენა (პაპებს სამწუხაროდ ვერ მოვესწარი). ამ ისტორიებს ბევრჯერ ვაყოლინებდი და არასოდეს მბეზრდებოდა მოსმენა. ახლა, როცა არც ერთი ბებია აღარ მყავს, ძალიან ვნანობ, რომ უფრო მეტი არ გამოვკითხე მათი მშობლებისა და ბებია-პაპების შესახებ.
ჩვენი ოჯახური ისტორიები სავსეა დრამატული მოვლენებით, მრავალი სიუჟეტური ხაზებით, გმირებითა და ანტიგმირებით. როგორ შეიძლება ამ ამბების შენარჩუნება ისე, რომ მათ არასოდეს დაკარგონ თავიანთი სიცოცხლისუნარიანობა და უნიკალურობა? როგორ გადავცეთ მომავალ თაობებს, მათი წინაპრების ისტორია?
ერთ-ერთი ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება ფოტოწიგნის შექმნაა, სადაც გენეალოგიური ხის სტილში, თქვენი ოჯახისა და წინაპრების ინფორმაციას და ფოტოებს შეაგროვებთ.
ფოტოწიგნის ბევრნაირი დიზაინი არსებობს,
მაგრამ ამ შემთხვევაში, ჯობს შეარჩიოთ მყარი ყდა, ან დეკორატიული ტილოს (კანვასი) ყდა, მყარი ფურცლებით.

როგორ უნდა შეინახოთ ოჯახის ისტორია ფოტოწიგნში

mshoblebi
პირველ რიგში, უნდა შეარჩიოთ გარკვეული რაოდენობის ფოტოები. დაიწყეთ თქვენი წინაპრების და ცოცხალი ნათესავების ახალი და ძველი ფოტოებით. თუ გაქვთ დიდი ბებია-პაპების ფოტოები, მათით დაიწყეთ. ყოველ ფოტოს გაუკეთეთ მოკლე აღწერა იმის შესახებ, თუ ვინ იყვნენ და რას საქმიანობდნენ ისინი. ბებიების და პაპების ფოტოებს მათი ბიოგრაფია დაურთეთ მოკლედ. არ დაგავიწყდეთ საინტერესო ფაქტებიც, მათი ცხოვრებიდან.
გამომდინარე იქიდან, რომ ფოტოწიგნის დიზაინს თავადვე ქმნით სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ, ედითორი საშუალებას გაძლევთ, რომ ფოტოებს დაურთოთ ტექსტები და ალბომის ყოველი გვერდი, თქვენი მოთხოვნების შესაბამისად გააფორმოთ.
წინაპრების ფოტოებს ქრონოლოგიურად დაუმატეთ თქვენი მშობლების, თქვენი ოჯახის წევრების და შვილების ფოტოებიც. თითო წევრს თითო გვერდს თუ დაუთმობთ, სავსებით საკმარისი იქნება.
დაწერეთ თქვენი საკუთარი ისტორია. თქვენი ისტორია - ერთ-ერთია იმ ძაფებიდან, რომლებიც ერთმანეთში იხლართება და ოჯახის ისტორიას „ქსოვს“. მოძებნეთ დრო და მოტივაცია, რომ თქვენი ოჯახის ისტორია საინტერესოდ დაწეროთ.
mshoblebi
უმრავლესობას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბევრი დრო დაუთმოს ოჯახის ისტორიულ კვლევებს. ფოტოწიგნად შემონახული ოჯახის ისტორია, უძვირფასესი საჩუქარი იქნება თქვენი შთამომავლებისთვის.



131
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია