ვალერი მელაძეს დღეს 56 წელი შეუსრულდა. 42 წლის ცოლმა ალბინა ჯანაბაევამ ოჯახური ფოტოთი მიულოცა ეს დღე, რომელზეც წყვილი ვაჟებთან ერთადაა - 17 წლის კონსტანტინესა და 6 წლის ლუკასთან. უმცროსი შვილის ფოტოს ოჯახი ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.
"გილოცავ, საყვარელო, ბედნიერი იყავი!" - მიაწერა ფოტოს ალბინამ.
როგორც ცნობილია, წყვილს ასევე ჰყავს ქალიშვილი აგატა, რომელიც აპრილში დაიბადა და ჯერჯერობით მისი ფოტო არ გასაჯაროებულა. პირველ ცოლთან კი ვალერის სამი ქალიშვილი ჰყავს.