თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა, რომელიც 24-27 ივნისს გაიმართება.
მის: „ექსპო ჯორჯია“, წერეთლის #118, მე-11 პავილიონი.
წიგნის ფესტივალს ტრადიციულად უერთდება გამომცელობა „პალიტრა L“, რომელიც ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში დაიკავებს ადგილს. როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, მათ სივრცეში მისულ სტუმრებს სპეციალურად ფესტივალისთვის გამოცემული წიგნები, 20-დან 70%-მდე ფასდაკლება. იხილეთ კატალოგი: https://cutt.ly/onXRjj5

გამომცემლობა „პალიტრა L“ დიდი ფასდაკლებების გარდა საყვარელ ავტორებთან შეხვედრასაც სთავაზობს. ღია სივრცეში ყოველდღიურად მოეწყობა პრეზენტაციები, სადაც ცნობილი ქართველი ავტორები გამომცემლობა „პალიტრა L“-ის უახლეს წიგნებს წარადგენენ. პრეზენტაციების გრაფიკი ასეთია



გაითვალისწინეთ, რომ პავილიონში შესასვლელად

უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია თქვენთვის სასურველი დღისა და საათის დასაჯავშნად საიტზე: www.tbilisibookfestival.ge, დასწრება თავისუფალია.
გასულ წელს კოვიდპანდემიის გამო ფესტივალი დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა, წელს კი ძველებურად ექსპო ჯორჯიაში რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვით გაიმართება.
მოდი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალიზე გამომცემლობა პალიტრა L-ის სტენდთან და მიიღე ნებისმიერ შენაძენზე საჩუქრები (სანიშნი, სტიკერი, ჩანთა, თერმოსი, ჭიქის დასადები, ბლოკნოტი, წიგნი და სხვა)

53
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია