„უცნაური შეგრძნებაა, აბიტურიენტის მამა რომ ვარ და იგივენაირად ვნერვიულობ“ - ნოე სულაბერიძის რჩევები აბიტურიენტებს
„უცნაური შეგრძნებაა, აბიტურიენტის მამა რომ ვარ და იგივენაირად ვნერვიულობ“ - ნოე სულაბერიძის რჩევები აბიტურიენტებს
დადგა ზაფხული და იწყება ეროვნული გამოცდების ვნებათაღელვა. წელს ნოე სულაბერიძეც აბიტურიენტის მშობელია, მისი შვილი საშკა მისაღები გამოცდებისთვის ემზადება. როგორც ყველა, ბუნებრივია ნოეც ღელავს და ამ საკითხს სოციალური ქსელით ეხმაურება.

„თითქოს გუშინ იყო, მისაღებ გამოცდებზე დაძაბული რომ ვიჯექი უნივერსიტეტის დიდ ბიბლიოთეკაში, ფურცლებით და კალმით ხელში, ახლა კი უცნაური შეგრძნებაა, აბიტურიენტის მამა რომ ვარ და იგივენაირად ვნერვიულობ.
თუ ამ ქვეყანას ნათელი მომავალი უწერია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განათლების დონე იქნება მაღალი. საამისოდ, ყველა აბიტურიენტს მინდა წარმატება ვუსურვო ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე, რომელიც
ამავდროულად ყველაზე ლამაზი, უნიკალური და დაუვიწყარია. ყველანაირი გამოცდილებით შემიძლია გისურვოთ შემდეგი:
  1. ბევრი იარეთ ფეხით, ან ირბინეთ, ამ დროს ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იპოვით.
  2. რაც შეიძლება ხშირად ხმამაღლა გააჟღერეთ ახალი აზრები, ახალი იდეები, ასეთ დროს, მალევე იპოვით თანამოაზრეს, თქვენივე წამოწყების პოტენციურ თანამონაწილეს.
  3. შეამცირეთ, აარიდეთ კონტაქტი ადამიანებთან, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში შემოაქვთ ფორიაქი და ნეგატივი. ასეთი ადამიანების ენერგეტიკული ველი თქვენზე ყოველთვის უარყოფითად იმოქმედებს.
  4. იკითხეთ წიგნები, ბევრი იკითხეთ. არა იმიტომ, რომ ამას ხშირად ისმენთ, არამედ იმიტომ, რომ არ არსებობს უკეთესი მოგზაურობა დროსა და სივრცეში, ვიდრე კითხვაა. არ არსებობს მეტი სიმდიდრე, ვიდრე თითოეული საინტერესოდ წაკითხული წიგნი.
  5. არასდროს შეეშვათ სპორტს და ვარჯიშს, ყველაზე მძიმე მომენტებშიც კი. ფიზიკური სიძლიერე შედარებით მარტივად გადაგატანინებთ ყველანაირ დაბრკოლებას.
  6. ხშირად უთხარით თქვენს ოჯახის
    წევრებს, მეგობრებს და ზოგადად თქვენთვის ახლობელ ადამიანებს, ყველას ვინც თქვენთვის ძვირფასია, რომ გიყვართ ისინი. გაცემული დადებითი აურა აუცილებლად კიდევ უფრო უკეთესად დაგიბრუნდებათ.
  7. არასდროს შეწყვიტოთ ოცნება, მათ შორის ყველაზე მიუწვდომელ მოვლენაზეც კი. დაუღალავი ფიქრით და ასეთივე მიზანდასახულობით აუცილებლად აიხდენთ ყველაფერს.
  8. და ბოლოს: არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა სამწუხაროდ იშვიათი თვისება ადამიანებში მადლიერებაა. არასდროს გამოგრჩეთ მადლობის თქმა, თუნდაც უმნიშვნელო მოვლენაზეც კი.
წარმატებები”

ცნობისათვის, ნოეს სამი შვილი ჰყავს სამი ქორწინებიდან.
mshoblebi
თეკლა ჟვანია

1016
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია