თბილისში მტკვარში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მოზარდ გოგონას ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. ახალგაზრდა კაცმა მისი გადარჩენა სცადა - გადაარჩინა, თუმცა თავად ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. გავრცელებული ინფორმაციით, მან ცურვა არ იცოდა.
როგორც გაირკვა, გარდაცვლილი შოთა ქარსელაძე იყო, მეტსახელად გოშე. სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ლაშა მესხი პოსტს ავრცელებს:
"შოთა ქარსელაძე, რომელმაც დღეს მტკვარში მოზარდი გადაარჩინა და თავად დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი იყო რიონის ხეობაში...
ამ რამდენიმე კვირის წინ, როცა გუმათჰესიდან ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი რიონში გადავარდა სწორედ მან გადაარჩინა... დღეს კი მტკვარმა წაგვართვა მისი სიცოცხლე....
მშვიდად განისვენე ძმაო გოშე... გმირები არ კვდებიან.
იმედი მაქვს სახელმწიფო სათანადო პატივს მიაგებს სამოქალაქო გმირ შოთა ქარსელაძეს (გოშეს)".