ზაფხული ყველასთვის და განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის ძირითადად დასვენებასა და გართობასთან ასოცირდება, მაგრამ ეს პერიოდი ამავდროულად მომატებული ტრავმების, მზეზე დამწვრობებისა და სხვადასხვა ვირუსების პერიოდიცაა. სასურველია მაქსიმალურად მოვახდინოთ ისეთი პრობლემების პრევენცია, რომლებმაც შეიძლება თავი იჩინოს ქალაქგარეთ გასვლის პერიოდში და საშუალება არ მივცეთ, მხიარული დღეების გაფერმკრთალების. ზაფხულში მიღებული ემოციები და შთაბეჭდილებები ხომ მთელი წლის განმავლობაში მიჰყვება ადამიანს. ზაფხული რომ სრულად უსაფრთხო გახადოთ, საჭიროა რეკომენდაციების გათვალისწინება და გარკვეული წესების დაცვა. უსაფრთხო ზაფხულისთვის სწორად მომზადებაზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის სტაციონარული განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ჭითანავა გვესაუბრება.
თვალყური ადევნეთ ბავშვებს ცურვის დროს, რათა თავიდან იქნას აცილებული ტრაგიკული შედეგები. აიცილეთ თავიდან მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ზემოქმედება - გადახურება. მიეცით ბავშვებს სითხეები დიდი რაოდენობით, მოარიდეთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მზის პირდაპირ სხივებს, განსაკუთრებით დღის პიკ საათებში, აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები (მინიმუმ 30 SPF), ჩააცვით ბუნებრივი მასალისგან დამზადებული თხელი, ფართე, ღია ფერის ტანსაცმელი, უმჯობესია გრძელ სახელოებიანი, რათა დაიცვას მწერებისგან. ფრთხილად იყავით სათამაშო მოედნებზე ყოფნის დროს. ყოველწლიურად გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში 200 000-ზე მეტი ვიზიტია განპირობებული გასართობ მოედნებზე მიღებული ტრავმების გამო. ზაფხულის დღეებში წინასწარ შეამოწმეთ გასართობი მოწყობილობების ტემპერატურა ხელის შეხებით და შეურჩიეთ თითოეულ ბავშვს მისი ასაკის შესაფერისი. ყურადღებით იყავით პიკნიკების მოწყობისას, იცოდეთ რომ არსებობს რისკი ხანძრის გაჩენის. არ დატოვოთ საპიკნიკე ადგილი სრულად მოწესრიგების გარეშე. ქუჩაში ველოსიპედით მოძრაობისას, იმოძრავეთ მანქანების მოძრაობის მიმართულებით. ეცადეთ, ბავშვები და თქვენც იყოთ ადვილად აღსაქმელი მძღოლების მიერ - ჩაიცვით ფერადი, არეკვლადი ტანსაცმელი. გზა ყოველთვის გადაკვეთეთ სპეციალურ გადასასვლელ ადგილას - ზებრაზე.
ამისთვის გირჩევთ, ბავშვები შეძლებისდაგვარად ხანგრძლივი დროის მანძილზე იმყოფებოდნენ ქალაქგარეთ გზისპირიდან მოშორებულ, გამწვანებულ ადგილებში, სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი გამონაბოლქვის და სხვა მავნე აირების შემცველობა ჰაერში. რეკომენდირებულია ხშირი სეირნობა სუფთა ჰაერზე არახალხმრავალ ადგილებში. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ არ არსებობს დადასტურებული კავშირი სხვადასხვა საკურორტო ზონებში დასვენებასა და გარკვეული დაავადებების განვითარების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში. ამიტომ არაა აუცილებელი მაინცდამაინც მაღალბიუჯეტურ კურორტებზე ბავშვების წაყვანა. საქართვლოს მოსახლეობის შედარებით დიდი ნაწილს აქვს სოფელი, სადაც შეგიძლიათ თამამად ხანგრძლივად წაიყვანოთ ბავშვები. აკლიმატიზაციის გამო პრობლემები თავს იჩენს ხოლმე ძირითადად 2500-2700 მ ზღვის დონიდან სიმაღლეზე ასვლისას.
ზღვაზე ან სხვა საკურორტო ადგილებში წაყვანისას ერიდეთ ხალხმრავლობას და შეკრების ადგილებს, ვინაიდან მჭიდრო პოპულაციებში მარტივად ხდება ინფექციის სწრაფი გავრცელება.
სხეულის ტემპერატურა =/> 40 გრადუსზე გახშირებული სუნთქვა და გულისცემის სიხშირე გულისრევა, ღებინება, ტავის ტკივილი შეცვლილი მენტალური სტატუსი კანის ჰიპერემია-სიწითლე, გამონაყარი სითბურ დარტყმაზე ეჭვის შემთხვევაში, ეცადეთ, მაშინვე დაუკავშირდეთ ექიმს ან გამოიძახოთ სსდ-ის ბრიგადა, მანამდე კი ბავშვი მოათავსეთ შედარებით გრილ ადგილას, გახადეთ ტანსაცმელი, ყველანაირი გზით ეცადეთ სხეულის გაგრილებას - გრილი წყლის საფენები, გრილი წყლის აბაზანა, ყინულების მოთავსება კისერზე, საზარდულის მიდამოში; სითხეებით დატვირთვა;
ტემპერატურის საზომი ელექტრო თერმომეტრი. სტერილური ბამბის და მარლის ბურთულები. ანტისეპტიური საჭიროებისთვის სამედიცინო სპირტი ან იოდის ხსნარი. დაზიანებულ კანზე დასაკრავი წებოვანი საფენები (პლასტირები). ანტიპირეტული დახმარების საშუალებები - პარაცეტამოლი ან იბუპროფენი სხვადასხვა მისაღები ფორმით - სანთლები რექტალური გამოყენებისთვის, სიროფი ან აბები დასალევად. ანტიჰისტამინური - ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები. ყოველთვის იქონიეთ დექსამეტაზონი(ამპულირებული) სააფთიაქო ჩანთაში. ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების შემთხვევაში, ხშირად მოხმარებული და ექიმის მიერ რეკომედირებული მედიკამენტები და საჭიროების მიხედვით დამატებითი აპარატურა - ნებულაიზერი, პულსოქსიმეტრი. ორალური რეჰიდრატაციისთვის საჭირო ელექტროლიტების ნარევი. კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 032 2 190 190