გასაოცარი გონების ადამიანები ბავშვობიდან ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ტოვებენ სხვებზე. მათ შეუძლიათ ის, რასაც ჩვეულებრივ ვერავინ აკეთებს. თითქოს, სხვა პლანეტიდან არიან. 6 წლის ასაკში სკოლის დამთავრება, 7 წლის ასაკში ქირურგიულ ოპერაციაში მონაწილეობა - ალბათ, ფიქრობთ, რომ ეს ფანტასტიკური ფილმის ან წიგნის სცენარია. თუმცა, არა. ისტორიაში ყველაზე ცნობილი ვუნდერკინდების შესახებ გიყვებით.
ის თანამედროვე მსოფლიოს ვუნდერკინდია! კიმ უნგ იონგი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე მაღალი IQ-ს მფლობელი, 210 ქულით. ერთი წლის ასაკში სხვადასხვა ენაზე საუბრობდა. 3 წლისამ კი ალგებრის შესწავლა დაიწყო, საფუძვლიანად ისწავლა ყველაფერი და უნივერსიტეტში ჩააბარა, რაც სამი წლის შემდეგ დაამთავრა. 7 წლისა ნასაში მიიწვიეს სამუშაოდ. თუმცა, როგორც ჩანს, ძალიან დაიღალა ზრდასრული ცხოვრებით, საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა და ერთ-ერთი სოფლის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
2 წლისმ კითხვა იცოდა, სწრაფად დაამთავრა სკოლა და 10 წლის ასაკში უკვე უნივერსიტეტში სწავლობდა. გრეგორი სმიტი პოლიტიკური მოღვაწეობით იყო დაინტერესებული. მან არასამთავრობო ორგანიზაცია "International Youth Advocates" შექმნა, რომლის მიზანი ბავშვთა უფლებების დაცვაა, მსოფლიოს მასშტაბით. მისი ძალისხმევით გორბაჩოვისა და ბილ კლინტონის შეხვედრა შედგა. გაეროს ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობაც მიეცა. ის ოთხჯერაა ნობელის პრემიაზე ნომინირებული.
ვუნდერკინდი ინდოეთიდან - ის ყველაზე ახალგაზრდა ექიმია მსოფლიოში. 5 წლის ასაკში ანატომია ზეპირად იცოდა, ხოლო 7 წლისამ მეზობლის გოგონას, რომლის მშობლებს საავადმყოფოს ფული არ ჰქონდათ, ქირურგიული ოპერაცია გაუკეთა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა! ბიჭს მთელ ინდოეთში ყველაზე მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი აქვს. 12 წლის ასაკში უნივერსიტეტში ჩაირიცხა და კვლავ განაგრძო განვითარება. მთელი თავისი მოღვაწეობა კიბოს წამლის აღმოჩენას მიუძღვნა.
ინტელექტის კოეფიციენტი ჩვეულებრივ ადამიანს 80-დან 115 ქულამდე აქვს. ხოლო მათ, ვისაც IQ 135-ზე მაღალი აქვთ, შეუძლიათ, საკუთარი გენიალურობით იამაყონ. უილიამ ჯეიმსის ინტელექტის კოეფიციენტი ფენომენალური იყო - 250-დან 300 პუნქტამდე. ამერიკელი მამაკაცი 1898 წელს დაიბადა და ითვლება, რომ ყველაზე ჭკვიანი ადამიანი იყო დედამიწაზე. 1,5 წლის ასაკში წიგნს კითხულობდა, 8 წლის ასაკში კი 4 წიგნის გამოცემა შეძლო. პარალელურად, ისწავლა შემდეგი უცხო ენები: გერმანული, ლათინური, ბერძნული, ფრანგული, რუსული, ებრაული. ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა და 20 წლის ასაკამდე პროფესორი გახდა. სხვათა შორის, ძალიარ რცხვენოდა საკუთარი გენიალურობის და ხშირად იცვლიდა სამუშაო თუ საცხოვრებელ გარემოს.
ამ სიიდან ეს სახელი ნამდვილად გეცოდინებათ. მოცარტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვუნდერკინდია. მაშინ, როცა სხვა ბავშვები თამაშობდნენ, ის მუსიკას ქმნიდა. 4 წლის ასაკში თავისუფლად უკრავდა პიანინოზე, 5 წლის ასაკში კი პირველი მუსიკალური ნაწარმოების შექმნა დაიწყო. 8 წლის ასაკში პირველი სიმფონია დაწერა. კონცერტებს მართავდა და ყოველ ჯერზე ნამდვილ ფურორს აწყობდა...