შარლ დე გოლი და მისი მესამე შვილი ანა, რომელმაც მამის ცხოვრება შეცვალა, გახადა იმაზე უკეთესი, ვიდრე იყო... შვილების ბედი და ჯანმრთელობა ყველა ნორმალურ მშობელს აღელვებს, წოდების და ქონების მიუხედავად... თუნდაც ეს მშობელი სახელგანთქმული გენერალი იყოს.
შარლ დე გოლის მესამე შვილი ანა დაუნის სინდრომით დაიბადა... ამ პატარა გოგონამ სრულიად შეცვალა დიდი გენერლის ცხოვრება. ის მასთან გაცილებით მეტ დროს ატარებდა, ვიდრე თავის უფროს შვილებთან, ანასთან უფრო თბილი, ნაზი და მზრუნველი ხდებოდა. დე გოლის ოჯახს არასოდეს დაუმალავს ქალიშვილის დიაგნოზი. შარლს და ივონს არასოდეს უფიქრიათ ბავშვის სპეციალურ დაწესებულებაში მიბარება.
დე გოლი გიჟდებოდა თავის პატარა გოგონაზე. დამხმარე პერსონალს ხშირად უნახავს, როგორ ეთამაშებოდა და უმღეროდა ხოლმე გოგონას.
1945 წელს დე გოლის მეუღლემ ივონმა დააფუძნა ანა დე გოლის სახელობის ფონდი, რომელიც დაუნის სინდრომიან ბავშვებს ეხმარებოდა.
1948 წელს ანა დე გოლი გარდაიცვალა...
დე გოლს უთქვამს, ანა იმხელა გულსა და სულს და იმდენ სითბოს მაძლვდა, რომ არა ანა, ალბათ ვერასოდეს მივაღწევდი იმას, რასაც მივაღწიეო...