"სულ მაინტერესებდა, რა სინდისით ცხოვრობდა ალბინა, როცა ვალერის ჩვენი ქორწინების პერიოდში ხვდებოდა... შვილის გაჩენა ვალერისთვის არ მიმილოცია" - ვალერი მელაძის ყოფილი ცოლი ურთიერთობის დეტალებზე - მშობლები

"სულ მაინტერესებდა, რა სინდისით ცხოვრობდა ალბინა, როცა ვალერის ჩვენი ქორწინების პერიოდში ხვდებოდა... შვილის გაჩენა ვალერისთვის არ მიმილოცია" - ვალერი მელაძის ყოფილი ცოლი ურთიერთობის დეტალებზე

2021-07-10 07:51:52+04:00

განქორწინებული და ხელმეორედ დაოჯახებული წყვილები შოუბიზნესის სამყაროში არავის უკვირს, თუმცა ვალერი მელაძისა და მისი პირველი მეუღლის, ირინას განქორწინების დეტალები დღემდე ყვითელი პრესის ინტერესს იწვევს. ირინასთვის განქორწინება რთულად გადასატანი აღმოჩნდა, თუმცა 3 შვილის დედა მაინც ახერხებს ყოფილ ქმართან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას, როგორც ამბობს, შვილების ხათრით.

ვალერი მელაძე და ალბინა ჯანაბაევა 7 წელია ოფიციალურად არიან დაქორწინებულნი, თუმცა მათი სასიყვარულო ურთიერთობა გაცილებით დიდი ხნის წინ დაიწყო - წყვილის პირველი ვაჟი უკვე 17 წლისაა. მეორე ვაჟი მათი ქორწინების წელს დაიბადა3 თვის წინ კი გოგონა შეეძინათ.

ირინამ მათი ამჟამინდელი ურთიერთობების შესახებ ახლახან ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ისაუბრა.

„ვალერისთვის გოგონას შეძენა არ მიმილიოცია. არ მგონია ეს ჩვენი ურთიერთობის ჩარჩოებში ჯდებოდეს, ეს ხომ ჩვენი საერთო შვილი არ არის. თუმცა დაბადების დღეებს და რაღაც დღესასწაულებს ერთმანეთს ვულოცავთ, ვეხმიანებით. ყველასთვის ასე ჯობია“ - ამბობს ირინა და ხაზს უსვამს, რომ ყოფილ ქმართან ურთიერთობას მხოლოდ შვილების გამო აგრძელებს. „ახლა ძალიან გაწონასწორებული ურთიერთობა გვაქვს - რას ვიზამთ, საერთო შვილების გვყავს და როგორც მშობლები, ვალდებულნი ვართ დედ-მამის მზრუნველობა არ მოვაკლოთ შვილებს. მე და ვალერი მეგობრებად ნამდვილად არ დავრჩენილვართ, არც არაფერში გვჭირდება მეგობრობა. ჩვენ-ჩვენი გზა ვიპოვეთ და ეგეც მიღწევაა“ - ამბობს ირინა.

ის ალბინასთან არ ურთიერთობს, თუმცა იყო დრო, მასთან შეხვედრა სურდა, თუმცა ალბინამ საშუალება არ მისცა. ირინა ამბობს, რომ ქმრის საყვარელთან კითხვები ჰქონდა და ეს კითხვები „სინდისის საკითხებს“ ეხებოდა, რადგან მათი ქორწინება ფორმალური და დანგრევის პირას ნამდვილად არ იყო.

„დიაქხ, წარსულში შეხვედრა მისურდა მასთან, მინდოდა ახლოდან დამენახა, თვალებში ჩამეხედა ადამიანისთვის, რომელიც ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობდა, მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდა ამ სინდისით... როცა ვალერი მას ხვდებოდა, ჩვენ არანაირად არ გვქონდა გაშორებამდე მისული ურთიერთობა. ახლა კითხვები აღარ მაქვს მასთან, აღარ მაინტერესებს“ - ღიმილით იხსენებს ირინა.

altყირაზე დაყენებული საბავშვო ოთახი და არაქათგამოცლილი უძილო მშობლები - 56 წლის ვალერი მელაძე უმცროსი ქალიშვილის მოვლის პროცესში

alt"მამის მხარეს ყოფნა შეუძლებელი იყო" - ვალერი მელაძის პირველი მეუღლე იხსენებს, რა რთულად გადაიტანეს მათმა შვილებმა განქორწინება და რა დაეხმარათ ამაში