"ორი შვილის დედა ვარ... ისინი არიან ჩემი ყველაზე პოზიტიური გულშემატკივრები. მე აუცილებლად მოვიგებ ამ ომს" - ზეიმად ქცეული ქიმიოთერაპია და მეგის ბრძოლა გამარჯვებამდე
"ორი შვილის დედა ვარ... ისინი არიან ჩემი ყველაზე პოზიტიური გულშემატკივრები. მე აუცილებლად მოვიგებ ამ ომს" - ზეიმად ქცეული ქიმიოთერაპია და მეგის ბრძოლა გამარჯვებამდე
რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვი­თელ სა­დღე­სას­წა­უ­ლო კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი, ყვა­ვი­ლე­ბის გვირ­გვი­ნით დამ­შვნე­ბუ­ლი გო­გო­ნას ფო­ტო­ე­ბი გა­მოჩ­ნდა. ეს 32 წლის მეგი თე­დე­ე­ვია, რო­მე­ლიც უმ­ძი­მეს და­ა­ვა­დე­ბას წე­ლი­წად­ზე მე­ტია დიდი პო­ზი­ტი­ვით და სი­ცო­ცხლის სიყ­ვა­რუ­ლით ებ­რძვის. მე­გიმ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ვე­ლი ქი­მი­ო­თე­რა­პია სა­ზე­ი­მო მოვ­ლე­ნად აქ­ცია, ეს მისი "ბოლო ზა­რია"- ანუ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის ბოლო დღე.​ თა­ვის ის­ტო­რი­ა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას მეგი AMBEBI.GE-ს უზა­ი­რებს:

- ჩემი ის­ტო­რია შარ­შან 8 ივ­ნისს და­ი­წყო. მკერ­დზე, მარ­ცხე­ნა მხა­რეს სი­მაგ­რე ვიგ­რძე­ნი, ვთქვი, ცუდი არა­ფე­რი იქ­ნე­ბა - მეთ­ქი, თუმ­ცა მა­ინც წა­ვე­დი ექიმ­თან, თან მარ­ტო. იმ
დღეს­ვე გა­ვი­გე დი­აგ­ნო­ზი - მარ­ცხე­ნა ძუ­ძუს ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი კარ­ცი­ნო­მა... ცუდ­ზე ფიქ­რით ისე ამე­რია გო­ნე­ბა, რომ ვე­ღარ ვაზ­როვ­ნებ­დი, ისე­თი უსუ­სუ­რო­ბის გან­ცდა მქონ­და დავბლო­კე კი­დეც ეგ თემა... მარ­ტო რომ ვი­ყა­ვი, უთ­ქმე­ლო­ბა­მაც გა­მა­გი­ჟა და და­ვუ­რე­კე მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც იმ წამ­სვე მო­ვიდ­ნენ კლი­ნი­კა­ში. ვდარ­დობ­დი რო­გორ მეთ­ქვა შინ, რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­და დე­დას, შვი­ლებს... ეს იყო სა­ში­ნე­ლე­ბა… მე­გო­ნა, რომ ცხოვ­რე­ბა დას­რულ­და. ალ­ბათ ყვე­ლას წა­მით მა­ინც დაგ­ვიშ­ვია, რომ შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შეგ­ვექ­მნას და გავ­ხდეთ ავად, თუმ­ცა, ფაქ­ტის წი­ნა­შე რომ დავ­დე­ქი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თავი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლი მე­გო­ნა და და­მის­ვეს დი­აგ­ნო­ზი, ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, მთე­ლი სამ­ყა­რო, თით­ქოს რა­ღაც აფეთ­ქდა, უფსკრუ­ლი გაჩ­ნდა, იმ­ხე­ლა ცვლი­ლე­ბა მოხ­და ჩემს ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში, მას შემ­დეგ შე­მეც­ვა­ლა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, შე­მეც­ვა­ლაა შეგ­რძნე­ბე­ბი, აღ­ქმე­ბი, სხვა­ნა­ი­რად ვუ­ყუ­რებ, ვგრძნობ,
ვირ­გებ და ვი­ღებ ყვე­ლა­ფერს.

დი­აგ­ნო­ზის გა­გე­ბის პირ­ველ წუ­თებ­ში ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, წამ­ში იმ­დე­ნი ცუდი რამ გა­ვი­ფიქ­რე, მე­გო­ნა, ეს და­სას­რუ­ლი იყო. გა­მი­ჭირ­და ამ ყვე­ლაფ­რის გა­აზ­რე­ბა და დრო დამ­ჭირ­და, რომ მე­მოქ­მე­და. 8 ივ­ნისს და­მის­ვეს დი­აგ­ნო­ზი, ცხრა­ში კი ჩემი უმ­ცრო­სი შვი­ლის, მაქ­სი­მეს და­ბა­დე­ბის დღე იყო. შინ რომ მი­ვე­დი, ვთქვი: ტორ­ტიც გვექ­ნე­ბა, და­ბა­დე­ბის დღეც, მაგ­რამ მე შინ ასე­თი დი­აგ­ნო­ზით დავ­ბრუნ­დი-მეთ­ქი. დე­დის­თვის თქმა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და.

ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. დედა ძა­ლი­ან მამ­ხნე­ვებ­და, ერთი წა­მით არ უჩ­ვე­ნე­ბია, რომ ეში­ნო­და, პი­რი­ქით, დღემ­დე სა­ი­მე­დოდ მიდ­გას გვერ­დით, ძა­ლი­ან ყო­ჩა­ღია და ჩემ­თვის ნამ­დვი­ლი გმი­რია. იმის გა­ფიქ­რე­ბაც კი მა­ში­ნებს, დე­დის­თვის შვი­ლის ავად­მყო­ფო­ბის დი­აგ­ნო­ზი რამ­დე­ნად რთუ­ლი მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა.

შვი­ლებ­ზე უფრო პო­ზი­ტი­უ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვინ უნდა მყავ­დეს, ისე და­მეხ­მარ­ნენ თა­ვი­ან­თი გან­წყო­ბით... სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, იმ­დე­ნად მა­გა­რი გუნ­დი ვართ. მჭირ­დე­ბო­და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და და­ა­ვა­დე­ბა­ზე რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა. მივ­მარ­თე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "ევ­რო­პა დონა ჯორ­ჯია" პრე­ზი­დენტ ანა მა­ზა­ნიშ­ვილს. ეს არის ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის­თვის შექ­მნი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია და სა­ჭი­რო დროს, სა­ჭი­რო ად­გი­ლას აღ­მოვ­ჩნდი, რად­გან სწო­რედ აქე­დან და­ვი­წყე ასე შე­მარ­თე­ბით კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა. ყვე­ლა­ზე სან­დო ექი­მებს ვან­დე თავი. დე­კემ­ბერ­ში გა­ვი­კე­თე ოპე­რა­ცია, შემ­დეგ და­ვი­წყე ქი­მი­ო­თე­რა­პია, რი­სიც დი­აგ­ნოზ­ზე მე­ტად ამის მე­ში­ნო­და და ამ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თულ­მა, სა­კუ­თარ თავ­ში უფრო მეტი ძალა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, ვიდ­რე წარ­მო­მედ­გი­ნა. არც ერთი წუ­თით არ მოვ­დუ­ნე­ბულ­ვარ, პი­რი­ქით, მე­ტად აქ­ტი­უ­რი გავ­ხდი და არც არის გა­საკ­ვი­რი, როცა სა­მიზ­ნე არის - სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა. განაგრძეთ კითხვა
363
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია