იქნება თუ არა ახალი შეზღუდვები? - ამ შეკითხვას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პალიტრანიუსის ეთერში უპასუხა.
„სანამ ახალ შეზღუდვებზე საუბარს დავიწყებთ, ჯერ იმის შესრულებაზე უნდა ვიზრუნოთ, რაც დღეს გვაქვს. ესაა პირბადის გამოყენება და დიდი თავყრილობისგან თავის არიდება. დიდი დაბადების დღე და ქორწილი კარგია, მაგრამ ძალიან საშიშია. ბავშვთა საზაფხულო ბანაკებზეც უარის თქმა მოგვიწევს, რადგან ინფიცირების მაჩვენებელი ბავშვებშიც ძალიან გაზრდილია. ჯერ-ჯერობით ვსაუბრობთ იმაზე, რომ არასაჭირო ხალხმრავალი ღონისძიებებისგან თავი შევიკავოთ და თუ არის შესაძლებელი რომ გადავავადოთ, უნდა გადავავადოთ. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ინდივიდუალური კონტროლია ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ მოსახლეობამ ხელი არ შეგვიწყო, ძალიან გაგვიჭირდება“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.