ექიმებმა უშვილობის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა 39 წლისა დედა გახდა... - ვარსკვლავები, რომლებმაც პირველი შვილი დიდ ასაკში გააჩინეს
ექიმებმა უშვილობის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა 39 წლისა დედა გახდა... - ვარსკვლავები, რომლებმაც პირველი შვილი დიდ ასაკში გააჩინეს
ხშირად წარმატებული ადამიანები მთელ რესურსს კარიერას უთმობენ და ოჯახისთვის ბევრი დრო აღარ რჩებათ. არსებობს სტერეოტიპი, რომ აუცილებელია, ქალმა პირველი შვილი 25 წლამდე გააჩინოს. დღეს კი მოგიყვებით ვარსკვლავებზე, რომლებიც ამ სტერეოტიპს ამსხვრევენ.

ევა ლონგორია
mshoblebi

სასოწარკვეთილი დიასახლისი დედა პირველად 43 წლის ასაკში გახდა. წყვილს ბიჭი შეეძინა, რომელსაც სანტიაგო ენრიკე დაარქვეს. ბავშვის ამ სამყაროში მოვლენას მაისში ელოდნენ, თუმცა სანტიაგო არ ჩქარობდა. ევამ სოციალურ ქსელში ჰეშთეგიც კი გამოაქვეყნა, რამდენად დაღლილი იყო ბავშვის ლოდინით. ბიჭი ივნისში დაიბადა, ევას კი ორსულობის ბოლოს ფეხით სიარულიც კი უჭირდა.
იმხელა მუცელი ჰქონდა, ყველას ეგონა, რომ სამ ბავშვს ერთად გააჩენდა. სანტიაგო ლონგორიას ქმრისთვის, ხოსე ბასტონისთვის მესამე შვილია, ევასთვის კი - პირველი. თუმცა, მსახიობი ქმრის შვილებსაც საკუთარ ბავშვებად თვლის.
mshoblebi

ჯულიანა მური
mshoblebi

ჯულიანა მური 37 წლის იყო, როდესაც პირველი შვილი რეჟისორ ბარტ ფრეინდლიხისგან გაუჩნდა. ვაჟს ქალები დაარქვეს. წყვილმა გადაწყვიტა, რომ ბიჭს და ან ძმა სჭირდებოდა. ჯულიანა 42 წლის ხდებოდა, როდესაც გოგონა ლივ ჰელენი შეეძინა. სხვათა შორის, ის საოცრად ჰგავს ვარსკვლავ დედას.
"ვცდილობ, ბავშვებს არასდროს ვუყვირო. მაგრამ, სახლში გარკვეული წესები გვაქვს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია. ბავშვები ზრდასრული ადამიანები არ არიან, ამიტომ მათ დაცვა სჭირდებათ", - განაცხადა ჯულიანამ, როდესაც შვილების აღზრდის საკუთარ მეთოდებზე საუბრობდა.
mshoblebi

ჯოდი ფოსტერი
mshoblebi

მსახიობს საკუთარი პირადი ცხოვრების
შესახებ საუბარი არასდროს უყვარდა. თუმცა წიგნი, რომელიც მისმა ძმამ დაწერა, ბევრი ინფორმაციის მატარებელია. წიგნში ჯოდი ფოსტერის ბავშვობაა აღწერილი. 2007 წელს ოსკაროსანმა მსახიობმა საჯაროდ აღიარა, რომ არატრადიციული ორიენტაციისაა, რაც ხელს არ შეუშლიდა, რომ დედა გამხდარიყო. ჯოდის ორი ვაჟი ჰყავს. პირველი შვილი 36 წლის ასაკში გააჩინა, მეორე კი - 39-ისამ.
mshoblebi

მონიკა ბელუჩი

mshoblebi

უმშვენიერესი მონიკა ბელუჩი დედა პირველად 39 წლის ასაკში გახდა. მისი ქალიშვილი, დევა, დედის 40 წლის იუბილემდე რამდენიმე კვირით ადრე დაიბადა. 5 წლის შემდეგ კი ბელუჩი კვლავ დაფეხმძიმდა და კიდევ ერთი გოგონა - ლეონი გააჩინა. 
mshoblebi

ნიკოლ კიდმანი
mshoblebi

ტომ კრუზთან ქორწინებისას მსახიობს შვილი არ უჩნდებოდა, ამიტომ წყვილმა ორი ბავშვი იშვილა. შემდეგ ქმარს დაშორდა და კვლავ გათხოვდა. ნიკოლ კიდმანი 41 წლის ხდებოდა, როდესაც პირველი შვილი, სანდეი როუზი შეეძინა. მეორე ქალიშვილი კიდმანსა და მის მეუღლეს სუროგატი დედისგან გაუჩნდათ. სხვათა შორის, მსახიობს სჯერა, რომ დაფეხმძიმებაში იმ მთის მდინარეში ბანაობა დაეხმარა, რომლის მახლობლადაც ფილმი "ავსტრალია" გადაიღეს.
mshoblebi

მადონა
mshoblebi

მომღერალს პირველი შვილი, ლურდესი, 38 წლის ასაკში შეეძინა. ბავშვის მამა მადონას პირადი მწვრთნელია, თუმცა მომღერალს მასთან ოფიციალური ურთიერთობა არ ჰქონია. რამდენიმე წლის შემდეგ მან ცნობილ რეჟისორზე გაი რიჩზე იქორწინა და 42 წლის ასაკში ვაჟი, როკო შეეძინა. გარდა ამისა, მომღერალს ორი აყვანილი შვილი ჰყავს - ბიჭი აფრიკული ოჯახიდან და გოგონა მალავიდან.

სიუზან სარანდონი
mshoblebi

მსახიობის ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო 40 წლის შემდეგ მოხდა. ზუსტად ამ ასაკში ითამაშა თავისი კარიერის საუკეთესო როლები, მიიღო მეორე "ოსკარი" და გახდა მრავალშვილიანი დედა. თუმცა, მას ახალგაზრდობაში ექიმებმა უშვილობის დიაგნოზი დაუსვეს. სიუზანი პირველ ქმარს გაშორდა და მეორედ რეჟისორ ფრანკო ამურზე იქორწინა. 39 წლის ასაკში გოგონა გაუჩნდა და ევა დაარქვა. შემდეგ ისევ განქორწინება და მესამე ქორწინება... 40 წელს გადაცილებული იყო, როცა კიდევ ორი შვილი გააჩინა.
mshoblebi
1858
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია