"შეზღუდვების მოხსნა ვიჩქარეთ, თუმცა საჭირო იყო, ეკონომიკას ამოესუნთქა" - ამირან გამყრელიძე
"შეზღუდვების მოხსნა ვიჩქარეთ, თუმცა საჭირო იყო, ეკონომიკას ამოესუნთქა" - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა საქართველოში ნაჩქარევად მოხდა. ამის შესახებ გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება.

„შეზღუდვების მოხსნა საქართველოში ძალიან სწრაფად მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ შემსუბუქება. მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო მხარე, ექიმები საბჭოზე ვართ უფრო რადიკალურები ყოველთვის, ვიდრე ეკონომიკური მხარე. ისიც გასაგებია, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება, რომ ეკონომიკას ამოესუნთქა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს. ამიტომ ჯერდება იქ
ყველა წინადადება და შემდეგ ვცდილობთ „ოქროს შუალედით“ იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. მაგრამ გეთანხმებით, რომ შეზღუდვების მოხსნა მთელი რიგი მიმართულებებით იყო დაჩქარებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.
619
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ბატონო ამირან,
1
გᲗხოვᲗ გააკონტროლეᲗ ოფისებᲨი და უწყებებᲨი პირბადის ტარების კონტროლი, ინფიცირებულᲗა კონტაქტების იზოლაცია, დანერგეᲗ წესები, რომ მაქსიმალურად ᲨეოზᲦუდოს უᲨუალო კონტაქტები დისტანციური მუᲨაობის , ინტერნეტის, აუდიო -ვიდეო კავᲨირების ხარჯზე, რომ არაფერი ვᲗქვაᲗ დᲦეობების აᲦნიᲨვნაზე. ხომ აკონტროლებს Შიდა აუდიტები მაგ სიგარეტის მოწევას, ასევე გააკონტროლოს რომ ატარონ პირბადეები და ნუ მობოდიალდებიან სამსახურᲨი კოვიდ კონტაქტები.
21:33 / 16-07-2021
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია