"დედამ განვადებით გამოტანილი ტელეფონი გაყიდა და აქ ამ ფულით წამოვედი" - როგორ გახდნენ ქართველი ძმები ესპანეთის სამეფო ოჯახის ფიტნესინსტრუქტორები და რა ოცნება აუსრულეს დედას
"დედამ განვადებით გამოტანილი ტელეფონი გაყიდა და აქ ამ ფულით წამოვედი" - როგორ გახდნენ ქართველი ძმები ესპანეთის სამეფო ოჯახის ფიტნესინსტრუქტორები და რა ოცნება აუსრულეს დედას
ქართველ ძმებ თორელებს ესპანეთში თითქმის ყველა იცნობს, როგორც ფიტნესის ტრენერებს. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ესპანეთში პირველად ირაკლი ჩამოვიდა. ცხოვრება 200 დოლარით და იმედებით დაიწყო. როგორც ამბობს, არ დაუკარგავს საკუთარი თავის რწმენა და ყოველთვის იცოდა, რომ წარმატებას აუცილებლად მიაღწევდა. იყო გაჭირვება, ქუჩაში ყოფნა ჯიბეში ერთი ევროთი და ბევრი ოცნებით, მაგრამ ფარ-ხმალი არასოდეს დაუყრია.

"ოჯახს პირობა მივეცი, რომ დავეხმარებოდი და დანებების უფლება არ მქონდა, მათ წინაშე დადებულ სიტყვას ვერ გავტეხდი", - ამბობს. ბევრი ბრძოლის შედეგად ეს პირობაც შეასრულა და დღეს ესპანეთის ჩემპიონია ფიტნესში.
მისი თქმით, ჩემპიონობა სისხლში აქვს, რადგან მამა მსოფლიოს ჩემპიონი ყოფილა ნარდში და მხოლოდ ესპანეთში ვერ ითამაშა, რადგან აქ არ იციან, ნარდი რა არისო.
წარმატების მწვერვალზე თავმდაბლობა შეინარჩუნო - ესეც ალბათ იშვიათ ადამიანებს ძალუძთ, რაც გიგი და ირაკლი თორელებმა ნამდვილად შეძლეს. დედაც ამაყობს მათი მიღწევებით. ერთი შეხედვითაც ჩანს ამ დიდი ოჯახის ურთიერთდამოკიდებულება, დიდი სიყვარული და პატივისცემა. "ვიცოდი, რომ ესპანეთში სამსახური დახვდებოდა და არაფერი გაუჭირდებოდა, თუმცა მეც და ჩემი მეუღლეც წინააღმდეგები ვიყავით მისი ესპანეთში წასვლის", - გვეუბნება ქალბატონი ნონა ტყეშელაშვილი.
ირაკლიმ არც რჩევები დაიზარა იმის შესახებ, თუ როგორ დავიკლოთ წონაში და ექსკლუზიურად ჩვენი მკითხველისთვის გაიხსენა ესპანეთში გატარებული ყველაზე რთული დღეები, რატომ იჯდა ციხეში, ვინ შეიფარა და გაუწია
დედობა, ვინ იყო გოგონა, რომელმაც დახმარების ხელი გაუწოდა და რატომ ვერ შეძლო მან ექვსი წელი ოჯახის ნახვა.

- როგორც ვიცი, საქართველოში გქონდათ კარიერა. რა გახდა ქვეყნის დატოვების მიზეზი?

- ფეხბურთელი ვიყავი, ძალიან მიყვარდა სპორტის ეს სახეობა. ვოცნებობდი დიდი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. 19 წლის ასაკში გადავწყვიტე ესპანეთში ჩამოსვლა, ვფიქრობდი, შრომა აქ უფრო დამიფასდებოდა და ოცნებებსაც ავისრულებდი. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში მხოლოდ ერთი ნაცნობი მყავდა და ისიც მაფრთხილებდა, არ ჩამოხვიდეო, მაინც გავრისკე. მამა ამბობდა, - თუ წახვალ, ჩემი შვილი აღარ იქნებიო, მაგრამ უნდა წავსულიყავი და ოჯახს დავხმარებოდი.

- 200 დოლარით და არავის იმედად რომ წამოხვედით, არ გეშინოდათ?

- წამითაც არ შემშინებია. ყოველთვის ვაღწევ იმას, რასაც მიზნად დავისახავ. დედამ განვადებით გამოტანილი ტელეფონი გაყიდა და ამ ფულით წამოვედი. ბარსელონაში თურქეთიდან ჩავფრინდი. ერთმა ქართველმა ბიჭმა შემიფარა იმ ღამით და მეორე დღეს გამაცილა სადგურიდან ქალაქში, სადაც ჩემი ახლობელი ცხოვრობდა. იყო მარტივი ცხოვრების შემოთავაზება - ქურდობა, მაგრამ ამაზე არც მიფიქრია. მამა პოლიციაში მუშაობდა და ისე გაგვზარდა, ქუჩაში დაგდებულ ნივთსაც არ ვიღებდით იმის შიშით. სკოლაში ნიშნებს იმიტომ გვიწერდნენ, რომ კარგი აღზრდილები ვიყავით მე და გიგი (იცინის).

- ბევრს შრომობდით, წარმატებული ფეხბურთელი რომ ყოფილიყავით. რატომ თქვით უარი ფეხბურთელის კარიერაზე?

- ვიყავი მეკარე და ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ფეხის სერიოზული ტრავმა მივიღე. იმდენად სერიოზული, რომ დაახლოებით ერთი წელი არ შეიძლებოდა ფეხბურთის თამაში და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ფიტნესით ვიყავი დაკავებული, ეს მეხმარებოდა სტრესის დაძლევაში, მორალურად მაძლიერებდა. შემდეგ ამ სფეროს უფრო სიღრმისეულად შესწავლა დავიწყე (დედა მთელი ცხოვრება ფიტნესით იყო დაკავებული). გავიარე ფიტნესინსტრუქტორის კურსები, ვისწავლე ყველაფერი სწორი კვების შესახებ, ასევე გავიარე მასაჟის კურსები და ფოტოგრაფიაც შევისწავლე.

- საინტერესოა, რატომ აირჩიეთ ესპანეთი?

- დედას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ჰქონდა მოვლილი, ესპანეთის გარდა და ყოველთვის უნდოდა ესპანეთში მოგზაურობა, აქაური ნაციონალური სამოსის ჩაცმა. თმა ყოველთვის გადაწეული ჰქონდა და თმაში ყვავილს ატარებდა... მინდოდა, მისთვის ეს ოცნება ამესრულებინა და ამისთვის ყველაფერი ავიტანე, მეტსაც ავიტანდი. განაგრძეთ კითხვა
17183
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
xato
1
ბედნიერია დედათქვენი ასეთი შვილები რომ ყავს,წარმატებები
01:12 / 18-07-2021
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია