როდემდე გაგრძელდება საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა და როდიდან გაწვიმდება
როდემდე გაგრძელდება საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა და როდიდან გაწვიმდება
ბოლო დღეებია საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, რაც უამრავ ადამიანს უქმნის დისკომფორტს. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ვიკითხეთ, როდემდე გაგრძელდება უნალექო ამინდი და როდისაა წვიმა ნავარაუდევი:

"დღეს და ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე +35 - +41 გრადუსის ფარგლებში იქნება. სანაპირო რაიონებში +30 -+35 გრადუსია ნავარაუდევი. მთასა და მაღალ მთაშიც მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. თბილისში დღეს, ხვალ და ზეგ ჰაერის ტემპერატურა + 39 - +40 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. 21 ივლისს გვიან გაწვიმდება, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა
მნიშვნელოვნად დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე იქნება წვიმა. ნალექიანი ამინდი 23 ივლისამდე გაგრძელდება", - გვითხრა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ.

თამარ იაკობაშვილი


35895
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია