მსახიობი ანა ტყებუჩავა ზაფხულის ცხელ დღეებს შვილებთან ერთად თბილისში ატარებს და მათთან ერთად ქალაქში სეირნობს, შვილებს ძველ თბილისს და დედაქალაქის სხვა უბნებს აცნობს. ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელშიც წერს:
"სკოლის ექსკურსიების ძალიან მეშინია, ვფიქრობ, რომ ოჯახთან ერთან ქალაქში ხეტიალი (დასაწყისისთვის) უფრო შემეცნებითი და თბილია პატარებისთვის, ვიდრე ანანურში მწვადის ჭამა. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ასაკი. მაგასაც მოასწრებენ ჩვენი შვილები... ჯერ შენს ქალაქში უნდა იმოგზაურო, შენს ქვეყანაში მთელმა ოჯახმა, სამეგობრომ და მერე საზღვრებს გარეთ... მე ძალიან მიყვარს ბავშვებთან ხეტიალი".