როგორ ცხოვრობს ახლა მოდის ლეგენდა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი კლაუდია შიფერი - "სკოლაში სულაც არ მიმიჩნევდნენ ლამაზად... სხვა გოგონებს ირჩევდნენ ხოლმე"
როგორ ცხოვრობს ახლა მოდის ლეგენდა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი კლაუდია შიფერი - "სკოლაში სულაც არ მიმიჩნევდნენ ლამაზად... სხვა გოგონებს ირჩევდნენ ხოლმე"
1990-იან წლებში მართლაც ლეგენდარული, ულამაზესი მოდელების ეპოქა შეიქმნა, რომლებსაც ყველა იცნობდა - სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი, ლინდა ევანგელისტა, კლაუდია შიფერი, ევა ჰერციგოვა და ა.შ. ისინი მართლაც ეპოქას ქმნიდნენ და უდიდეს დიზაინერებთან მუშაობდნენ.
mshoblebi
mshoblebi
კლაუდია შიფერი მათ შორის ყველაზე ქერა ლამაზმანი იყო, გერმანელ ბარბისაც უწოდებდნენ ხოლმე. 1970 წელს დაიბადა გერმანიაში, დიუსელდორფში, საკმაოდ შეძლებული იურისტის ოჯახში.
mshoblebi
როგორც მოგვიანებით ყვებოდა, მოზარდობის წლებში მორცხვი და მოუხერხებელი იყო, სიმაღლისა და სიგამხდრის გამო კომპლექსდებოდა. "ვარსკვლავი ნამდვილად არ ვიყავი. იყვნენ სხვა გოგოები, ვარსკვლავები, რომლებსაც ლამაზებად მიიჩნევდნენ და მათთან
ურთიერთობა ყველას უნდოდა. მეც მყავდა მეგობრები, მაგრამ არასდროს ვიყავი მათი კომპანიის ნაწილი 100%-ით, რადგან ძალიან განვსხვავდებოდი მათგან". 
mshoblebi
სტუდენტობის წლებში მამის ფირმაში მუშაობდა. 17 წლისამ დიუსელდორფის ერთ-ერთ ღამის კლუბში გაიცნო სამოდელო სააგენტოს დირექტორი, რომელმაც დაარწმუნა მისი მშობლები, პარიზში გაეშვათ გოგონა, სამოდელო სფეროში რომ ეცადა ძალები. გოგონა ფიქრობდა, რომ ეს შემთხვევითობა იყო და ფოტოსესიის შემდეგ უარს ეტყოდნენ. თუმცა ასე არ მოხდა. 1987 წელს პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და დაიწყო თავბრუდამხვევი კარიერაც - ცნობილი დიზაინერები, პრესტიჟული ჟურნალები, გავლენიანი ფოტოგრაფები, მისი თანამედროვე დიდებული მოდელები... სხვათა შორის, მოდელებს შორის რეკორდსმენია კლაუდია ჟურნალის გარეკანებზე მისი ფოტოების რაოდენობით და გინესის რეკორდების წიგნშიც კი შეიყვანეს. 2015 წელს მისი ფოტო ათასზე მეტჯერ გამოჩნდა ჟურნალების ყდებზე. 
mshoblebi
საუკეთესო წლებში შიფერი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი იყო, რომელიც დღეში დაახლოებით 50 ათას დოლარს გამოიმუშავებდა. 2000 წელს ფორბსმა მისი წლიური შემოსავალი 9 მილიონ დოლარად შეაფასა, საერთო ქონება კი - 38 მლნ გირვანქა სტერლინგად. 
mshoblebi

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამ მხრივ ნაკლებად გამოირჩეოდა აქტივობით და ყვითელ პრესას არ აძლევდა ბევრ სალაპარაკოს. 1994 წელს ცნობილ ილუზიონისტ დევიდ კოპერფილდს ხვდებოდა, რომელსაც 5 წელიწადში დაშორდა. 
mshoblebi
2002 წელს კი ბრიტანელ პროდიუსერ და კინორეჟისორ მეთიუ ვონს გაჰყვა ცოლად და დღემდე მის გვერდით არის. 
mshoblebi
წყვილს სამი შვილი ჰყავს - უფროსი ვაჟი და ორი ქალიშვილი. 
mshoblebi
mshoblebi
9826
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
გიო
0
მართლაც ულამაზესი იყო, მაგრამ ახლა ჩვეულებრივ უხეშ გერმანელ ქალს დაემსგავსა.
13:51 / 21-07-2021
ქეთი
0
ამ ეპოქის ყველა მოდელი იყო მართლა სუპერმოდელი, იმიტომ კი არა გარეგნობა.... კი ეგეც და პლუს შინაარსიანი თვალები, გამომეტყველება ჰქონდათ. ფუტლიარები არ იყვნენ და რაც ყველაზე მთავარია, ქალურები და სქსუალურები იყვნენ, ხიბლი ჰქონდათ სხვანაირი, დღეს, ვერ გაარკვევ ქალია კაცია და ეს " უნიჯენდერ", ანუ უნისქესი".... ყველაფერმა შინაარსი დაკარგა
05:47 / 21-07-2021
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია