ტოპ 10 საბავშვო წიგნი ზაფხულის არდადეგებისთვის
ტოპ 10 საბავშვო წიგნი ზაფხულის არდადეგებისთვის

ზაფხული - საოცარი დროა, პირველ რიგში იმიტომ, რომ სითბო და მზეა. მეორე რიგში, ზაფხულში ყველაზე ხანგრძლივი არდადეგებია და მშობლებსაც აქვთ შვებულება. ზაფხულში შეგიძლია ოჯახთან ერთად დაისვენო, იმოგზაურო, ითამაშო და რაც შეიძლება ბევრი საინტერესო წიგნი წაიკითხო.
ჩვენ შევარჩიეთ ტოპ 10 საყმაწვილო წიგნი, რომელიც ნებისმიერი ბავშვის ზაფხულს გააფერადებს და რომელთა შეძენასაც „ბიბლუსის“ ფილიალებსა და ონლაინ მაღაზიაში, სპეციალური ფასდაკლებით შეძლებთ.

1. ლუის კეროლი/ ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში

mshoblebi
ჩარლზ ლუტვიჯ დოჯსონი - ეს სახელი გსმენიათ? ასე ერქვა სინამდვილეში ბრიტანელ მეცნიერს
და მწერალს, რომელმაც მოიფიქრა და დაწერა ალისას თავგადასავალი საოცარ სამყაროში. ლეგენდარული აბსურდული ზღაპრების ავტორს სურდა, რომ თავისი მათემატიკური და ფილოსოფიური ნაშრომები განესხვავებინა მხატვრული ლიტერატურისაგან, ამიტომაც მოიფიქრა ფსევდონიმი - ლუის კეროლი.
წიგნში პატარა გოგონას, ელისის ისტორიას ვკითხულობთ, რომელიც თეთრ კურდღელს მინდორში აედევნება და შემთხვევით ორმოში ჩავარდება. ელისი ზღაპრულ სამყაროში მოხვდება, სადაც ბევრ უცნაურ არსებებს შეხვდება. წიგნი 150-ზე მეტი წლისაა და მსოფლიოს 176 ენაზეა ნათარგმნი. იხილეთ წიგნი ფასდაკლებით

2. კრესიდა კროუელი/ როგორ მოვარჯულოთ დრაკონი

კ. კოულის ნაწარმოები მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით იყიდება, ხოლო მისი ეკრანიზაციის სანახავად რიგები დგას კინოთეატრებთან. ბოყინა საზარელი ვირთევზა III მართლაც გამორჩეული ვიკინგი გმირია. მას ვიკინგების მთელ საბრძანისში "დრაკონთმოჩურჩულეს" სახელით იცნობენ, მაგრამ ყოველთვის ასე როდი იყო. ეს ძლევამოსილი მეომარი
ერთ დროს ბანჯგვლიანი ხულიგნების ტომის ბელადის წყნარი, ფიქრებსა და ოცნებებში გართული ვაჟი იყო. გაინტერესებთ, როგორ მოახერხა ბოყინამ დრაკონის დაჭრა და ისე გაწვრთნა ისე, რომ არ დასახიჩრდა? იხილეთ წიგნი ფასდაკლებით

3. გურამ პეტრიაშვილი/ პატარა ქალაქის ზღაპრები

უკვე 20 წელიწადზე მეტია ბატონი გურამი წერს ზღაპრებს პატარა ქალაქზე, რომელშიც უცნაური ამბები და სასწაულები ხდება, თუმცა ეს ქალაქი მაინც ძალიან ჰგავს რეალურს. წიგნი გამორჩეულია ილუსტრაციებით, რომლის ავტორიც მხატვარი ნინო ჩაკვეტაძეა.
გურამ პეტრიაშვილის თქმით, წიგნი „პატარა ქალაქის ზღაპრები“ „ყველასთვის არის, ვის გულშიც ბავშვი ცოცხლობს“. იხილეთ წიგნი ფასდაკლებით

4. ასტრიდ ლინდგრენი/ ყაჩაღის ასული რონია

mshoblebi
რონია მამაცი და უშიშარი გოგოა და ეს არცაა გასაკვირი, ის ხომ ძლევამოსილი ყაჩაღის – მატისის ასულია, თანაც ჭექა-ქუხილის ღამეს დაიბადა; სწორედ იმ ღამეს, როცა მეხმა ორად გააპო მატისის ციხე და მთლიანად შეცვალა ყაჩაღთა ბელადისა და მისი 12 ყაჩაღის ცხოვრება. სწორედ იმ ღამეს მატისის მოსისხლე მტერს, ბორკასაც შეეძინა ვაჟი – ბირკი… იხილეთ წიგნი ფასდაკლებით

5. ჯეფ კინი/ წრიპა ბიჭის დღიური

ბავშვობა მართლაც ძნელია და ეს არავინ იცის გრეგ ჰეფლიზე უკეთ. იგი სკოლაში სწავლობს. იქ ბავშვებს, რომლებსაც ჯერ ტანი არ აუყრიათ, „შკაფებთან“ ერთად ამყოფებენ, ისეთ „შკაფებთან“ პირის პარსვა დღეში ერთხელ რომ არ ჰყოფნით. „წრიპა ბიჭის დღიური“ მსოფლიო ბესტსელერია, რომლის 150 მილიონზე მეტი ეგზეპლარია გაყიდული მსოფლიოს 90 ქვეყანაში. იხილეთ პირველი ნაწილი

6. ქარლი სოროსიაკი/ მე, კოსმო
mshoblebi
„მე კოსმო ვარ. სამხრეთ კაროლინაში დავიბადე. ლეკვობის დღეები კარგად აღარც მახსოვს. ბუნდოვნად ვხედავ მუყაოს ყუთებს, რომლებშიც ვცხოვრობდი. ის დღე კი კარგად მახსოვს, დედასა და მამას რომ შევხვდი. ადრეული გაზაფხულის სუსხიანი ლურჯი დილა იდგა… მერე მაქსი გაჩნდა. დევიდმა, პატარა მაქსით ხელში, ჩაიმუხლა და მითხრა: – უფროსი ძმა ხარ, კოსმო. ხომ კარგად გაართმევ თავს? მაქსმა რომ თავისი კრიალა თვალები ნელა გაახილა და კმაყოფილმა შემომხედა, მივხვდი, რამხელა პასუხისმგებლობა დამეკისრა. რა მშვენიერი ბავშვი იყო! მაშინვე შემიყვარდა… თავდაჯერება მოკლე და მტკიცე ყეფით გამოვხატე… მე პირობა დავდე, რომ მაქსსა და ჩემს ოჯახს სიცოცხლის ბოლომდე ძაღლურად დავიცავდი“.
მას მერე 13 წელი გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა, ოქროსფერ რეტრივერს, სახელად კოსმოს, არ ავიწყდება მთავარი. მისი თავგანწირვა და უპირობო, ძაღლური სიყვარული გადამწყვეტია სწორედ ახლა, როცა ოჯახი დაშლის საფრთხის წინაშე დგას.

7. მართა ბრეენი/ მებრძოლი ქალები

მებრძოლი ქალები თავისუფლებისთვის, თანასწორობისა და დობისთვის ბრძოლის 150-წლიან ისტორიას მოგვითხრობს. 150 წლის წინ ქალები სულ სხვაგვარად ცხოვრობდნენ – მათ არ შეეძლოთ ხმის მიცემა, განათლების მიღება ან საყვარელი საქმის კეთება. დღეს სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ. ყველა რასის, ეროვნებისა და წარმოშობის ქალმა, მიუხედავად არსებული საფრთხისა, ხმა აიმაღლა თანასწორობის მისაღწევად. თავდაუზოგავი ინტელექტუალური შრომისა და საპროტესტო აქციების შედეგად მათ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალეს. მებრძოლი ქალები მსოფლიოს ქალების უდიდეს მიღწევებს აცოცხლებს. ბოლო 150 წელი ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს, მაგრამ მისაღწევი ჯერ კიდევ ბევრია.

8. ანტუან დე სენტ ეგზიუპერი/ პატარა პრინცი

mshoblebi
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა პრინცი" ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება. იხილეთ წიგნი ფასდაკლებით

9. ჯინ ბერდსოლი/ პენდერუიკების ოჯახი

ზაფხული ხომ იმისთვისაა, რომ სადმე განსაკუთრებულ ადგილას წავიდეს ადამიანი? – ფიქრობენ დები პენდერუიკები და სიხარულს ვერ მალავენ, როცა მისტერ პენდერუიკი, მათი ბოტანიკოსი მამა, საზაფხულო აგარაკის პოვნასა და დაქირავებას მოახერხებს. პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე თორმეტი წლის როზალინდს, თერთმეტი წლის ანც სკაის, ათი წლის მომავალ მწერალ ჯეინს, ოთხი წლის მორცხვ ბეტის და მათ ძაღლს, ჰაუნდს, თავგადასავლებით აღსავსე აგვისტო ელით. კოტეჯი „არუნდელი“, რომელიც პენდერუიკებმა იქირავეს, მებაღეობით გატაცებული, ძალიან მკაცრი მისის ფრემლის მამულში დგას. მისის ფრემლის ბაღებში დაუკითხავად ხეტიალი ბავშვებისთვის აკრძალულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, პენდერუიკები აკრძალვას არ უფრთხიან…
ჯინ ბერდსოლს, ისევე როგორც მისი წიგნის ერთ-ერთ გმირს, ჯეინს, თურმე 10 წლისას სურდა, მწერალი გამხდარიყო. თუმცა, 54 წლისამ გამოსცა პირველი წიგნი, რომელმაც მაშინვე მოიპოვა ამერიკის ეროვნული ჯილდო საბავშვო ლიტერატურისთვის. „პენდერუიკების ოჯახი“, სიკეთისა და მეგობრობის კლასიკური ამბავი, საუკეთესო საკითხავია როგორც ბავშვებისთვის, ასევე – მათი მშობლებისთვის.

10. რ. ჯ. პალაციო/ ავგუსტი და მე
mshoblebi

"ავგუსტი და მე" რ.კ პალაციოს ბესტსელერის "საოცრების" გაგრძელებაა, უფრო სწორედ, როგორც ავტორი ამბობს, არა გაგრძელება, არამედ დამატება. "საოცრება" ავგი პულმანის ისტორიაა, "ავგუსტი და მე" კი სამი პერსონაჟის მიერ მოთხრობილი საკუთარი ამბავი. ამ სამ ამბავში მხოლოდ გაკვრით არის ნახსენები ავგუსტი, თუმცა თავისდა უნებურად, სწორედ ის ხდება ჟულიანი, ქრისტოფერისა და შარლოტის გარდაქმნის მიზეზი. "ავგუსტი და მე" სიკეთისა და სიმამანის საოცარ ამბავს აგრძელებს. იხილეთ წიგნი
სასიამოვნო დასვენებას და კითხვას გისურვებთ!


514
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია