მაკა ზამბახიძის ქალიშვილი სალომე ჩიტაძე, რომელიც ასევე მომღერალია, წერს მუსიკას და აქტიურია კარიერული თვალსაზრისით, ორსულადაა და სექტემბერში ბავშვს ელოდება. სალომე დაახლოებით ამ წლის დასაწყისში გათხოვდა, მისი რჩეული ირაკლი ცაბაძეა. დღეს ირაკლის დედის დაბადების დღეა, ახალბედა რძალი დედამთილს დაბადების დღეს თბილად ულოცავს:
„დღეს ჩემი ძვირფასი ადამიანის დაბადების დღეა. ჩემი დედამთილის, რომელიც ძალიან კარგი, გულუხვი, სანდო, ერთგული მეგობარია. კიდევ ბევრი სიტყვით შეიძლება შევამკო ირა, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვერდში გეყოლება. მინდა გისურვო შენნაირი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, რადგან მხოლოდ შენნაირ ლაღ და კეთილ ადამიანებს იმსახურებ გვერდში. ყოველთვის გაღიმებული მენახე და ცუდისგან თავისუფალი. ძალიან მიყვარხარ.“
„ბედნიერი ქალი ხარ რძალს რომ ასე უყვარხარ, შენ დღეს გილოცავ, ირა“, - ეს მაკა ძამბახიძის კომენტარია მისი შვილის მისალოც პოსტზე.
თეკლა ჟვანია