ამ ქალმა 408 კილოგრამი დაიკლო და ქმარი მიატოვა - როგორ ცხოვრობს ახლა მსოფლიოს ყველაზე მძიმეწონიანი ქალი?
ამ ქალმა 408 კილოგრამი დაიკლო და ქმარი მიატოვა - როგორ ცხოვრობს ახლა მსოფლიოს ყველაზე მძიმეწონიანი ქალი?
დაახლოებით ორი ათეული წლის წინ მაირა ლიზბეტ როსალესის წონა ყველა შესაძლო და შეუძლებელ რეკორდს ამყარებდა. მექსიკელი ქალი ყველაზე მძომეწონოსან ქალად მიიჩნეოდა მსოფლიოში, თავისი 500 კილოგრამი მაჩვენებლით. თუმცა მას მერე მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა.

მაირა მართლაც საზარელი მაგალითი იყო იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ წონას არ მიაქცევ ყურადღებას და მავნე საკვებს დიდი რაოდენობით მიიღებ, არ იზრუნებ ჯანმრთელობაზე.

წლების შემდეგ მაგ შეძლო საკუთარი თავის წინააღმდეგ ბრძოლა, ფანტასტიკურ შედეგებს მიაღწია და ნეგატიური მაგალითიდან ძლიერი ნებისყოფის ნიმუშად იქცა. თუმცა ბედნიერ დასსრულამდე რასაკვირველია იყო
დიდი და რთული გზა.

ამბობენ, ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო და მაირაც შეეჩვია სირთულეებს, რასაც მისი გრანდიოზული წონა იწვევდა. მთელ დღეებს თავის ბინაში გამოკეტილი ატარებდა, თუმცა იქაც ვერ გადაადგილდებოდა დახმარების გარეშე.

მისდა საბედნიეროდ, მის გვერდით სულ იყო მისი მოსიყვარულე ქმარი, რომელიც ეხმარებოდა. თუმცა ამ რთული მდგომარეობის მიუხედავად, როსალესს არც უფიქრია სწრაფ კვებაზე უარის თქმა და "ფასთფუდს" პირდაპირ ნთქავდა.

ერთფეროვანი ცხოვრება, რომელიც თითქოს ერთ ადგილას იყო გაჩერებული, ტრაგიკულმა მოვლენამ დაამსხვრია - დიშვილის გარდაცვალებამ. ბავშვის სიკვდილში როსალესი საკუთარ თავს ადანაშაულებდა. ერთ დღესაც მან პოლიციაში დარეკა და აღიარა, რომ დის შვილი მოკლა შემთხვევით - მძიმე ხელით გაჭყლიტა... რა თქმა უნდა, ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, აიტაცა პრესამ და მსოფლიო წერდა,
თუმცა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ნათელი გახადა, რომ მაირა არაფერ შუაში იყო - მას ხელის იმ დონეზე აწევაც კი არ შეეძლო, რომ ვინმესთვის ტრავმა მიეყენებინა, თუნდაც პატარა არსებისთვის. სინამდვილეში მისი და აღმოჩნდა დამნაშავე - თავად ბავშვის დედა. სწორედ მან დაარწმუნა მაირა, თავის თავზე აეღო დანაშაული, რადგან მას ამხელა წონით და ჯანმრთელობის პრობლემებით ციხეში არ წაიყვანდნენ.
როცა სიმართლე გაირკვა, მაირას და 15 წლით დააპატიმრეს.
mshoblebi
მაირას და და დისშვილი

ოჯახური დრამა იქცა ბიძგად მექსიკელი ქალის ბედში. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა, ცხოვრება შეეცვალა.

მან დაიწყო ახალ ადამიანად გარდაქმნის პროცესი და ბოლომდეც მივიდა. გაიკეთა კუჭის ოპერაცია, ასევე რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ზედმეტი კანის და ცხიმის მოსაცილებლად. ასე მოიშორა 200 კილოგრამი. შემდეგ დიეტოლოგების ჩარევით შეცვალა კვების წესი, დაიწყო ფიზიკური ვარჯიშები და საბოლოო ჯამში 408 კილოგრამი მოიკლო.
mshoblebi
mshoblebi
გალამაზებულმა მაირამ აღიარა, რომ მეუღლე მიატოვა, რის გამოც ბევრმა გაკიცხა. თუმცა ირწმუნება, რომ კარგ მეგობრებად დარჩნენ და დღემდე აქვთ ურთიერთობა.
mshoblebi
ახლა ამბობს, რომ ბედნიერია და ყოველი დღით ტკბება. საყვარელ ფასთ-ფუდს კი სამუდამოდ შეეშვა.
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
4730
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია