ჩინეთში მესამე შვილის გაჩენაზე ჯარიმა გაუქმდა და გადასახადები შეუმცირდებათ იმ ოჯახებს, რომლებსაც სამ წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ
ჩინეთში მესამე შვილის გაჩენაზე ჯარიმა გაუქმდა და გადასახადები შეუმცირდებათ იმ ოჯახებს, რომლებსაც სამ წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ
ჩინეთის ხელისუფლებამ მესამე შვილის გაჩენაზე ჯარიმები და სხვა სანქციები გააუქმა. სამშაბათს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო 2025 წლისთვის შობადობის სტიმულირებისთვის სოციალურ პოლიტიკას შეიმუშავებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარიმების გაუქმებასთან ერთად, განულდება ყველა ის ფულადი სანქცია, რაც აქამდე დაეკისრათ მოქალაქეებს. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამომავლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა თუ სამუშაოზე აყვანისას აღარ გაითვალისწინებენ ადამიანის ოჯახურ მდგომარეობას და არც იმას, დარღვეული აქვს თუ არა შობადობის კანონი.
ხელისუფლება 2035 წლისთვის დემოგრაფიული პოლიტიკის მოდერნიზებას აპირებს. ასევე, შემუშავებულია მთელი რიგი სოციალური დახმარების პაკეტი, რომლით სარგებლობასაც ბავშვი დაბადებიდანვე შეძლებს.

შეღავათები იმ ოჯახებისათვის, სადაც სამ წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ

ჩინეთი აპირებს, გადასახადები შეუმციროს ოჯახებს, რომლებსაც სამ წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ. ასევე, ახალგაზრდა ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლის სუფსიდირება განიხილება. კანონის თანახმად, გაითვალისწინებენ კონკრეტული ფიზიკური პირების შემოსავალს და იმის მიხედვით მოხდება შეღავათების დაწესება, რათა სრულყოფილად იზრუნონ ახალდაბადებულ ბავშვებსა და მათ მომავალზე.

ადგილობრივი ხელისუფლება საერთო საცხოვრებლების დაქირავებისას გაითვალისწინებს ბავშვების რაოდენობას და ბინის ქირისა თუ ყიდვის შემთხვევაში, დამატებით შეღავათებს დააწესებს. ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ მთავრობა განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს და ამ მიმართულებითაც ექნებათ ოჯახებს შეღავათი.

შობადობის შემცირების პოლიტიკა

ეს ყველაფერი ნამდვილი გადატრიალებაა ჩინეთისთვის, რადგან 1970-იანი წლებიდან ჩინეთი შობადობის შესამცირებლად ძალიან მკაცრ კანონებს ატარებდა. ოჯახებს მხოლოდ ერთი შვილის გაჩენის უფლება ჰქონდათ, ხოლო თუ ვინმე
კანონს დაარღვევდა, მაღალი ჯარიმა დაეკისრებოდა. გარდა ფულადი ჯარიმისა, განიხილებოდა სხვადასხვა სანქცია, მაგალითად სამთავრობო სამსახურებიდან გათავისუფლება და სხვა.

თუმცა, შობადობის შემცირებისა და მოსახლეობის სწრაფი დაბერების გამო, 2008-2009 წლიდან დედისერთა წყვილებს ორი შვილის გაჩენის ნება მისცეს. ხოლო, 2016 წლიდან ყველას მიეცა უფლება, ორი შვილი ჰყოლოდა.

შედეგად, 2020 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობა 1,41 მილიარდ ადამიანს შეადგენს. 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების ხვედრითი წილი კი 18,7%-ია. 2020 წელს ჩინეთში 10,035 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1949 წლის შემდეგ. დემოგრაფების თქმით, თუ შობადობის ტენდენცია არ შეიცვალა, 2050 წლისთვის ქვეყანაში 60 წელს გადაცილებული 487 მილიონი ადამიანი იცხოვრებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 35% იქნება.

ამან გამოიწვიე სწორედ ზემოაღნიშნული ცვლილებები და ჩინეთის ხელისუფლების პოლიტიკის კვლავ ცვლა.
4318
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
აუჰ!..
0
აბა, აწი კარგად მეყოლოს მსოფლიო!...
19:28 / 26-07-2021
ჰმ
1
აბა თუ იცით რატომ? მსოფლიო ბოლომდე უნდა დაისაკუთრონ! გაიხსნეთ წინაწრამეტყველება! რაც უკვეც ძალაშია!
12:03 / 24-07-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი