ჩინეთის ხელისუფლებამ მესამე შვილის გაჩენაზე ჯარიმები და სხვა სანქციები გააუქმა. სამშაბათს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო 2025 წლისთვის შობადობის სტიმულირებისთვის სოციალურ პოლიტიკას შეიმუშავებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარიმების გაუქმებასთან ერთად, განულდება ყველა ის ფულადი სანქცია, რაც აქამდე დაეკისრათ მოქალაქეებს. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამომავლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა თუ სამუშაოზე აყვანისას აღარ გაითვალისწინებენ ადამიანის ოჯახურ მდგომარეობას და არც იმას, დარღვეული აქვს თუ არა შობადობის კანონი.
ხელისუფლება 2035 წლისთვის დემოგრაფიული პოლიტიკის მოდერნიზებას აპირებს. ასევე, შემუშავებულია მთელი რიგი სოციალური დახმარების პაკეტი, რომლით სარგებლობასაც ბავშვი დაბადებიდანვე შეძლებს.
ადგილობრივი ხელისუფლება საერთო საცხოვრებლების დაქირავებისას გაითვალისწინებს ბავშვების რაოდენობას და ბინის ქირისა თუ ყიდვის შემთხვევაში, დამატებით შეღავათებს დააწესებს. ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ მთავრობა განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს და ამ მიმართულებითაც ექნებათ ოჯახებს შეღავათი.
თუმცა, შობადობის შემცირებისა და მოსახლეობის სწრაფი დაბერების გამო, 2008-2009 წლიდან დედისერთა წყვილებს ორი შვილის გაჩენის ნება მისცეს. ხოლო, 2016 წლიდან ყველას მიეცა უფლება, ორი შვილი ჰყოლოდა.
შედეგად, 2020 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობა 1,41 მილიარდ ადამიანს შეადგენს. 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების ხვედრითი წილი კი 18,7%-ია. 2020 წელს ჩინეთში 10,035 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1949 წლის შემდეგ. დემოგრაფების თქმით, თუ შობადობის ტენდენცია არ შეიცვალა, 2050 წლისთვის ქვეყანაში 60 წელს გადაცილებული 487 მილიონი ადამიანი იცხოვრებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 35% იქნება.
ამან გამოიწვიე სწორედ ზემოაღნიშნული ცვლილებები და ჩინეთის ხელისუფლების პოლიტიკის კვლავ ცვლა.