მოდელი და ტელეწამყვანი ანა კოშაძე თავის დედამთილს - შორენა კვარაცხელიას, სოციალურ ქსელში ულოცავს დაბადების დღეს:
"დღეს შურიკას დღეა! ამ ადამიანს ყველაზე ძალიან უყვარს სიცოცხლე, აფასებს, ყოველთვის მადლიერია ღმერთის და სამყაროსი და იცის, როგორ დატკბეს ყველაზე დიდი საჩუქრით! კიდევ დიდხანს დატკბი, შურიკ! ყველაზე გემრიელ საჭმელს აკეთებს, ყველგან ყველაფერი რჩება, მაგრამ დიდად არ დარდობს. ყოველთვის კარგ ხასიათზეა და შვილიშვილების პირველი მესაიდუმლეა. ეს ფოტო მიყვარს. დილიდან რა გავაფუჭოთო ვიფიქრეთ, მერე ავდექით და დილის მადლის დავლიეთ. ბედნიერი იყავი!
P.S. არ დაწეროთ ახლა, რა რძალი ხარო, კაი და ასეო და ისეო. რაც არის ის დავწერე".
ცნობისათვის, ანას მულია ასევე ცნობილი მოდელი ლიკა კვარაცხელია.
ულამაზესი ქართველი მოდელის ფოტოები შვილთან და შვილიშვილთან ერთად - ლიკა კვარაცხელია ბებიის ამპლუაში