"გა­მოვ­რი­ცხავ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში “ლოკ­და­უნ­სა“ და მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას" - თენგიზ ცერცვაძის პასუხი კითხვაზე, რომელიც ყველას აწუხებს
"გა­მოვ­რი­ცხავ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში “ლოკ­და­უნ­სა“ და მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას" - თენგიზ ცერცვაძის პასუხი კითხვაზე, რომელიც ყველას აწუხებს


ზო­გა­დი ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბოა, სე­რი­ო­ზუ­ლია, ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, მა­ღა­ლია ე.წ. აქ­ტი­უ­რი კო­ვიდ ავად­მყო­ფე­ბის რი­ცხვი, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ე.წ. ლოკ­და­უ­ნის კი­დევ ერთხელ გა­მო­ცხა­დე­ბას გა­მო­რი­ცხავს, რად­გან, მისი თქმით, ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რი მო­სა­ლოდ­ნელ მა­ტე­ბას და ერ­თგვარ ზე­წო­ლას გა­უძ­ლებს.

„ეს არის ის კო­ვიდ ავად­მყო­ფე­ბი, რო­მელ­თაც და­უ­დას­ტურ­დათ კო­ვი­დი, მაგ­რამ ჯერ არ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლან - ასე­თი დღეს უკვე 20 000-ზე ავი­და. ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში გვყავ­და და­ახ­ლო­ე­ბით 30 000. რაც უფრო მე­ტია აქ­ტი­უ­რი ავად­მყო­ფე­ბის რი­ცხვი, მით
უფრო ძნე­ლია კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რის მიერ მათი მარ­თვა.

გა­მოვ­რი­ცხავ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში “ლოკ­და­უნ­სა“ და მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას, მე პი­რა­დად ამას მხარს არ ვუ­ჭერ და რამ­დე­ნა­დაც ვიცი, მთავ­რო­ბაც მხარს არ უჭერს. გა­იხ­სნა ბიზ­ნე­სე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი და­უბ­რუნ­დნენ ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას. თუ ამ მა­ღალ რი­ცხვს შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ, ჩვენ ვუზ­რუნ­ველ­ყოფთ ყვე­ლა ავად­მყო­ფის მოვ­ლას.


ზრდა მო­სა­ლოდ­ნე­ლია, სა­ჭი­როა ის ნორ­მა­ტი­ვე­ბი და­ვიც­ვათ, რო­მე­ლიც ახლა გვაქვს, -პირ­ბა­დის ტა­რე­ბა და­ხუ­რულ სივ­რცე­ში და თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, ასე­ვე, სა­ზღვარ­ზე კონ­ტრო­ლის გამ­კაც­რე­ბა. დღეს კრი­ტი­კუ­ლი არ არის, წარ­მა­ტე­ბით ვუმკლავ­დე­ბით. ჩვენ გვაქვს რე­სურ­სი, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბის დღე­ვან­დელ მო­ცუ­მუ­ლო­ბას გა­ვუძ­ლოთ წარ­მა­ტე­ბით და კი­დევ უფრო ცოტა მეტს“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.
793
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი