შვილთან ერთად გადაღებული ამ ფოტოს გამო ცნობილი მოდელი საჯაროდ გალანძღეს
შვილთან ერთად გადაღებული ამ ფოტოს გამო ცნობილი მოდელი საჯაროდ გალანძღეს
ცნობილი მოდელი ემილი რატიკოვსკი 4 თვის წინ გახდა დედა და უკვე გაეხა "დედურ სკანდალში". ამერიკელ მოდელს ინტერნეტში იმ ფოტოს გამო დაესხნენ თავს, რომელიც ინსტაგრამზე გამოაქვეყნა - თავისი ვაჟი სილვესტერ აპოლო ბეარი უჩვეულოდ უჭირავს და სახეზეც გულგრილობა აწერია - ასე აღიქვა ფოტო ბევრმა მშობელმა. "ვინმემ უთხრას, რომ ეს ქლაჩი არაა, ბავშვია", "ვის ჰყავს ბავშვი ასე გადაკიდებული", "აქსესუარია თუ ბავშვი?" - უწერდნენ ფოტოს კომენტარებში. მოგვიანებით მეორე ფოტოც გამოუქექეს, რომელიც ცოტა ხნის წინ აქვს გადაღებული თავის ძაღლთან ერთად. ამან კიდევ უფრო მეტი ლანძღვა
გამოიწვია...
mshoblebi
რასაკვირველია, ემილი გიჟდება თავის შვილზე და ბევრი სხვა ფოტოა, სადაც გულში ჰყავს ჩახუტებული და ქუჩაშიც ასე დაატარებს, მის სახესაც საჯაროდ არ აჩენს. მისი კოლეგების განმარტებით, ეს ფოტო უფრო იმის დემონსტრირებისთვის გადაიღო, თუ როგორ ფორმაშია მშობიარობიდან 4 თვეში. და ნამდვილად არ ელოდა ასეთ აგრესიას. ფოტოს 1,8 მილიონზე მეტი რეაქცია და კომენტარი მოჰყვა.
mshoblebi
თავად ემილის კომენტარი არ გაუკეთებია.
mshoblebi
ცნობისათვის, ცნობილი მოდელი 2018 წელს დაქორწინდა მსახიობსა და პროდიუსერზე, მილიონერ სებასტიან ბირ-მაკლარდზე.
mshoblebi
9429
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ანა
6
დამწვარია ბავშვი მზისგან ,დედა ჰქვია ამას
14:29 / 23-07-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი