„უსაშველოა ეს ყველაფერი... ხორცებს მაგლეჯენ და სულს მიწამებენ ფიქრები და ვეღარ ვუძლებ, ვერა...“ - ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა
„უსაშველოა ეს ყველაფერი... ხორცებს მაგლეჯენ და სულს მიწამებენ ფიქრები და ვეღარ ვუძლებ, ვერა...“ - ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა
ქართული ხმების მომღერლის ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა. ზურა რაჭაში ტრაგიკულად დაიღუპა და გული დაწყვიტა ყველას, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონდა შეხება მასთან. შეიძლება ითქვას, რომ სრულიად საქართველომ დაიტირა ზურა. ბუნებრივია, გაუსაძლისია ოჯახის ტკივილი. ზურას მეუღლე ნათია კობახიძე საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ სევდას ვერ მალავს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„ერთი თვე... ტკივილი, რომელიც ერთი წამი ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს... სიყვარული, მონატრება, სინანული, ბრაზი, უიმედობა, დაუსრულებელი გეგმები, კიდევ რამდენი რამ ერთმანეთისთვის სათქმელი... უსაშველოა ეს ყველაფერი.. ხორცებს მაგლეჯენ
და სულს მიწამებენ ფიქრები და ვეღარ ვუძლებ, ვერა...
ღმერთო რა მძიმე ყოფილა მკვდარი გულის და დასრულებული ცხოვრების ზურგით თრევა, რა მძიმე ღემრთო... რატომ? რატომ?
მიყვარხარ, ბუთუსა, უსაშველოდ და უკიდეგანოდ მიყვარხარ, ზურ,  შენთან მინდა, შენთან, უბრალოდ მინდა შენთან, სხვა მეტი არაფერი ...“

თეკლა ჟვანია
2408
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი