"ასე მეგონა, რომ ბოლოჯერ ვსუნთქავდი..." - სალომე შარვაძე მეექვსე დღეა, კოვიდს ებრძვის
მსახიობ სალომე შარვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც თავად ყვება ინსტაგრამზე ატვირთულ ვიდეოში, მეექვსე დღეა კოვიდს ებრძვის და საკმაოდ რთულ ფორმებში აქვს. "ისე ცუდად ვიყავი, მეგონა, ბოლოჯერ ვსუნთქავდი", - ამბობს მსახიობი და საუბრობს აცრის მნიშვნელობაზე, რადგან მის გარშემო ყველას გაურთულდა, ვინც აცრილი არ არის. მათ შორის, მასაც - სალომეს თქმით, აცრა ვერ მოასწრო, რადგან უთხრეს, რომ ალერგიულია და სანამ საჭირო გამოკვლევებს გაიკეთებდა აცრამდე, სწორედ მაშინ დაინფიცირდა.
7167
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
3
ისეთი კომენტარებია, რომ ალბათ ჩვენი საშველი არ იქნება.
17:04 / 27-07-2021
ნაატ
24
და აცრილი არა ხარ??? თუ აცრის შემდეგ დაინფიცირდი ასე ლამაზად????
12:15 / 27-07-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი