როგორც ცნობილია, რუსეთში მოღვაწე ძმები ვალერი და კონსტანტინე მელაძეები მრავალშვილიანი მამები არიან. მათ უკვე დიდი ქალიშვილები ჰყავთ, რომელთაგან რამდენიმე სხვებზე უფრო აქტიურად ჩანს შოუბიზნესში, თუმცა რუსული პრესა ხშირად ინტერესდება ძმების ლამაზი ქალიშვილებით.
ვალერი მელაძეს პირველ ცოლთან, ირინა მალუხინასთან სამი ქალიშვილი ჰყავს. ვალერის ჯერ კიდევ ქორწინების დროს ჰქონდა რომანი ალბინა ჯანაბაევასთან და უკვე მოზრდილი შვილიც ჰყავს, რომელიც უკანონოდ გაჩნდა.
ახლა ალბინა უკვე მისი მეორე ცოლი და მასთან კიდევ ერთი ვაჟი და პატარა ქალიშვილიც გაუჩნდა. დღეს ვალერი უკვე 6 შვილის მამაა.
უფროსმა ქალიშვილმა ინგამ ოქსფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა და ახლა ბიჟუტერიის საკუთარი ბრენდი აქვს. "ალ ჯაზირას" მაროკოელ ჟურნალისტზე იყო დაქორწინებული, თუმცა ქორწინება ორ წელიწადში დაირღვა.
სოფია მელაძე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, საერთაშორისო ურთიერთობებს ეუფლება. მომავალში მაგისტრატურაზე აპირებს სწავლის გაგრძელებას.
არინა ცეკვებით, ხატვითა და კულინარიითაა გატაცებული. მომავალში კი პედიატრობას აპირებს და სამედიცინო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადება.
12 აპრილს გაჩნდა ვალერის მეოთხე ქალიშვილი, თუმცა მის ფოტოს წყვილი ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.
კონსტანტინე მელაძეს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი გაუჩნდა იანა სუმთან ქორწინებისას. მასთან განქორწინების შემდეგ ვერა ბრეჟნევასთან ცხოვრობს.
ალისა მელაძე უფროსი ქალიშვილია. მას არ უყვარს საჯარო ცხოვრება, სცენაზე გამოჩენა. აინტერესებს მაკიაჟისა და ვარცხნილობის გაკეთება. ასევე გატაცებულია არქიტექტურით.
ყველაზე აქტიური კი ლია მელაძეა, რომელსაც სიმღერაც უყვარს, მუსიკალურ გადაცემაშიც მონაწილეობდა და მოდელობასაც გეგმავს მომავალში. ლია უკვე 17 წლისაა და ინსტაგრამზეც აქტიურია, იუთუბზეც და ტელევიზიითაც ჩნდება ხოლმე.
ვალერი მელაძეს ცოლმა დაბადების დღე იშვიათი ოჯახური ფოტოთი მიულოცა - ლუკა და კონსტანტინე მელაძეები