"ჩემი შვილების მამის მხარე ყველა ექიმია და ძალიან უიმედოდ არიან..." - მაია კაჭკაჭიშვილი
"ჩემი შვილების მამის მხარე ყველა ექიმია და ძალიან უიმედოდ არიან..." - მაია კაჭკაჭიშვილი
დღეს კორონავირუსის დღიურმა მაჩვენებელმა ყოველგვარი რეკორდი მოხსნა, ამ ფონზე ვაქცინაცია არც ისე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ამ ფონზე მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი პოსტს ავრცელებს ფეისბუქის მეშვეობით:

„ანტივაქსერებო!
ამხელა დაინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელს რას უშვებით?
ჩემი შვილების მამის მხარე ყველა ექიმია და ძალიან უიმედოდ არიან.
საველე პირობებზე საუბრობენ უკვე!!
აბასთუმანში ვართ ეხლა ბიძაშვილს დაუდასტურდა კოვიდი, ჩვენ არა და დავტოვეთ საავადმყოფოში.
უკანა გზაზე ხელი დამიქნია ხანში შესულმა კაცმა. მომერიდა და გავუჩერე. კოვიდის კონტაქტი ვარ-თქო, გავაფრთხილე და ვერ წაგიყვანთ, ბოდიში-თქო.
მე არ მეშინიაო. დამიჯდა უნიღბოდ მანქანაში...
მომერიდა და წამოვიყვანე…
აი, ეს დამოკიდებულებაა დღეს და ამიტომ საველე კი არა, ვერანაირი პირობა ჩვენს შეგნებას ვეღარ გადაარჩენს, მე ასე მგონია“.

თეკლა ჟვანია
10596
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
??
2
ასეთ სიბრძნეებს რომ აფრქვევ, რატო გაუჩერე მანქანა? იმ კაცზე უფრო დამნაშავე შენ ხარ!
10:27 / 29-07-2021
გია
2
ეს მაგარი იციან, არ მეშინია. სულელია კაცი მაგას რო ამბობს და მეტი არაფერი. დაჟე ახსნაც კი მეზარება რატოა სულელი.
08:14 / 29-07-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი