დღეს კორონავირუსის დღიურმა მაჩვენებელმა ყოველგვარი რეკორდი მოხსნა, ამ ფონზე ვაქცინაცია არც ისე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ამ ფონზე მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი პოსტს ავრცელებს ფეისბუქის მეშვეობით:
„ანტივაქსერებო!
ამხელა დაინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელს რას უშვებით?
ჩემი შვილების მამის მხარე ყველა ექიმია და ძალიან უიმედოდ არიან.
საველე პირობებზე საუბრობენ უკვე!!
აბასთუმანში ვართ ეხლა ბიძაშვილს დაუდასტურდა კოვიდი, ჩვენ არა და დავტოვეთ საავადმყოფოში.
უკანა გზაზე ხელი დამიქნია ხანში შესულმა კაცმა. მომერიდა და გავუჩერე. კოვიდის კონტაქტი ვარ-თქო, გავაფრთხილე და ვერ წაგიყვანთ, ბოდიში-თქო.
მე არ მეშინიაო. დამიჯდა უნიღბოდ მანქანაში... მომერიდა და წამოვიყვანე…
აი, ეს დამოკიდებულებაა დღეს და ამიტომ საველე კი არა, ვერანაირი პირობა ჩვენს შეგნებას ვეღარ გადაარჩენს, მე ასე მგონია“.
თეკლა ჟვანია