დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს და საუბრობს იმ ადამიანებზე, რომლებიც რელიგიური თუ სხვა მოტივებით, აცრის უარყოფისკენ მოუწოდებენ ხალხს. "განსაცდელში ვართ... ღმერთმა წყალობა მოგვივლინა ვაქცინის სახით და არის ხალხი, ვინ ამაზე უარს ამბობს. მათ თვალწინ ხალხი კვდება, თვეობით აპარატზე შეერთებულები ატარებენ დროს საავადმყოფოში, აცრა გადარჩენაა ამ დროს და ისინი ქადაგებენ, რომ უარი უთხრან აცრას".