ეს პატარა ბიჭუნა თურქული კინოს ნამდვილი ვარსკვლავია, არადა, ჯერ 6 წლისაა.
ბერატ რუზგარ ოზკანი 2014 წლის 16 სექტემბერს დაიბადა სტამბოლში. ადრეულ ასაკში შეამჩნიეს მშობლებმა სამსახიობო ნიჭი და სააგენტოში დაარეგისტრირეს.
მალე შენიშნეს სარეკლამო ვიდეორგოლების რეჟისორებმა - სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდა ისეთი ბრენდების ვიდეორგოლებში, როგორებიც არიან "ოზმო", "მოლფიქსი", "ოპელი", "ფილიპსი" და ა.შ.
კინოში რამდენჯერმე გამოჩნდა უკვე, თუმცა ყველაზე მეტი პოპულარობა მოუტანა სერიალმა "სხვისი შვილი".
ბერატს რეალურ ცხოვრებაში უფროსი ძმა და უმცროსი და ჰყავს. და-ძმასთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს სტამბოლში.