როგორ მიაყენა შეურაცხყოფა ლედი დიმ პრინც უილიამს ყველას თვალწინ - ის, რაზეც აქამდე არ საუბრობდნენ
როგორ მიაყენა შეურაცხყოფა ლედი დიმ პრინც უილიამს ყველას თვალწინ - ის, რაზეც აქამდე არ საუბრობდნენ
სანამ უმცროსი ძმა მთელი მსოფლიოს გასაგონად საუბრობს ოჯახურ ტრავმებზე და მენტალურ პრობლემებზე, უფროსი ძმა მკაცრად ინარჩუნებს დუმილს. პრინცესა დიანაზე კი მხოლოდ აღტაცებით საუბრობს ყველა, მხოლოდ ოჯახის ახლო გარემოცვამ იცის მისი ბნელი მხარეებიც და ის შეცდომები, რაც განსაკუთრებით როგორც დედამ, ისე დაუშვა. 

ცნობილია, რომ უილიამი არასწორი აღზრდის მსხვერპლია. მას საკმაოდ მკაცრად ექცეოდნენ, რის შესახებაც თავად არ საუბრობს. ცოტა ხნის ამოტივტივდა საარქივო ვიდეოჩანაწერი, პატარა პრინცისა და მისი დედის. იქ მკაფიოდ ჩანს, რომ დიანამ უილიამს პირდაპირ მისი თანაკლასელების თვალწინ სცემა. 
სამეფო ექსპერტი და
კორესპონდენტი ეშლი უოტონი ამბობს, რომ ამ ფაქტს წინ უძღოდა უსიამოვნო ამბავი - 7 წლის უილიამმა სცადა, გაკვეთილების შემდეგ დედას გაქცეოდა, რომ იქცვე ეზოში ბავშვებთან ეთამაშა. თუმცა დიანას, რომელიც სულ დაკავებული იყო, ეჩქარებოდა და ბავშვის თავნებობამ გააბრაზა. მაშინვე დაედევნა შვილს, დაახლოებით ას მეტრზე სდია, მერე კი დაიჭირა და საჯდომზე მთელი ძალით დაარტყა. მოულოდნელობისგან, ტკივილისგან და სახალხოდ დამცირებისგან უილიამი ხმამაღლა ატირდა. ამ ყველაფერს მისი თანატოლები ადევნებდნენ თვალს. შემდეგ დიანამ ასევე ძალით შეაგდო ბავშვი სამეფო მანქანაში და კენსინგტონის სასახლეში წაიყვანა. 
mshoblebi
დიანას აღზრდის მეთოდებს მის სიცოცხლეშიც განიხილავდნენ. როგორც ცნობილია, თავად დაატარებდა ბავშვებს სკოლაში, გულმოდგინედ აკონტროლებდა მათ ყოველ ნაბიჯს და იმასაც ასწრებდა, რომ ძიძისთვის ედევნებინა თვალი. ბრიტანელი ჟურნალისტების ცნობით, პირველი
ძიძა, ბარბარა ბარნსი იმიტომ დაითხოვა, რომ ის მეტისმეტად რბილი და ლოიალური იყო პატარა პრინცებთან მიმართებაში.

14301
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
კომპეტენტური პირი
1
ბარბარა ბარნსი იმიტომ კი არ დაითხოვეს რომ " პრინცებთან მიმართებაში იყო ლოიალური" და თანაც პრინცესა დაიანას დავებით არამედ ბარბარა ბარნაი პრინცი ჩარლზის საყვარელი იყო
17:35 / 30-07-2021
მარიამი
2
საწყალი უილიამი, როგორ მკაცრად ზრდიდნენ, თურმე დედას ტაკოზე წაკოურტყამს. საწყალი იმიტომ არის, რომ არეულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, იმიტომ რომ დედა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ყავდა და მამა თავის სასქესო ორგანოს მოთხოვნებს აყოლილი. და საწყალი ეხლა იმიტომ რომ, ძმა 2 წლის ბავშვზე მეტად გაუწონასწორებელი და ინფანტილური აღმოაჩნდა, თან მამამისივით სასქესო ორგანოს მოთხოვნებებს აყოლილი. რძალი ცუდია თუ კარგია, ეგეც ძმის ბრალია, მაგან შემოიყვანა ოჯახში ჭორიკანა და "ანჩხლი" ქალი.
15:19 / 30-07-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი