რუსული ესტრადის ვარსკვლავი მაქსიმი კვლავ კომაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის. როგორც ცნობილია, კორონავირუსით ინფიცირებულ მომღერალს ფილტვების 75 პროცენტი დაზიანებული აქვს და თვეზე მეტია, ე.წ. ხელოვნურ კომაშია. სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ჯერ-ჯერობით არაფერს ამბობენ. მაქსიმის თაყვანისმცემლები ღელავენ, რომ ხანგრძლივი კომის შემდეგ მომღერალმა შესაძლოა, სრულყოფილად ვეღარ აღიდგინოს ორგანიზმის ფუნქციები. დღეს, როცა უამრავი ადამიანი კოვიდს სწორედ მედიკამენტოზულ კომაში ებრძვის და მათ შორის საქართველოშიც, საინტერესოა, სინამდვილეში რამდენად არსებობს იმის შანსი, რომ ხანგრძლივმა მედიკამენტოზურმა კომამ ორგანიზმს სრულ აღდგენაში ხელი შეუშალოს?
მაქსიმის ექიმი, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი ლევ ნიკოლაევი განმარტავს, რომ მედიკამენტოზური კომა ჯანმრთელობას არ ვნებს და მას მხოლოდ სარგებლის მოტანა შეუძლია. მაგალითად კი მიხაილ შუმახერის შემთხვევა მოჰყავს, რომლის მედიკამენტოზური კომა თითქმის ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა მისმა ორგანიზმმა აღდგენა შეძლო.
„მედიკამენტოზური კომა - ეს პრაქტიკულად, ნარკოზია. ის საჭიროა იმისთვის, რომ ტვინმა დასვენება შეძლოს და დაუზიანებელი დარჩეს. მაქსიმს კოვიდი აქვს და მაღალი დოზის ჟანგბადი სჭირდება. პერიოდულად გამოგვყუავს კომიდან, რათა საერთო მდგომარეობა და ორგანიზმის ფუნქციონირების უნარი შევამოწმოთ, ასევე ვენტილაციის დონე და ასე შემდეგ“ - ამბობს ექიმი. მას იმედი აქვს, რომ მაქსიმი სრულად შეძლებს რეაბილიტაციას.