"სკოლის მასწავლებელთა, მანდატურებისა და დამხმარე პერსონალის 60-70% აცრილი უნდა იყოს" - ამირან გამყრელიძე
"სკოლის მასწავლებელთა, მანდატურებისა და დამხმარე პერსონალის 60-70% აცრილი უნდა იყოს" - ამირან გამყრელიძე

ჩვენი სლოგანია „უსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო უნივერსიტეტები“. ეს ნიშნავს, რომ სკოლის მასწავლებელთა და არამარტო მასწავლებელთა, მანდატურების, დამხმარე პერსონალის, ვინც სკოლებში არიან, 60-70% აუცილებლად აცრილი უნდა იყოს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სკოლებთან ერთად ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს უნივერსიტეტებშიც, სადაც სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა 60-70% უნდა აიცრას.

„იქნებ ამ კუთხით გარკვეული მარათონი გააკეთოთ, ჩავერთვებით ჩვენც, დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ჩვენთან 64%-მდე არის აცრილი. მე არავის ვავალებ, ამის უფლება არ მაქვს, მე მხოლოდ მოვუწოდებ“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, თუ აგვისტოში საქართველოში მილიონი ვაქცინა გაკეთდება, შესაძლებელი იქნება, რომ 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად, უსაფრთხო სკოლებში განახლდეს. მან ასევე ისაუბრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივის შესახებ, რომლის თანახმადაც, ვაქცინაცია მათი სტუდენტებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს.

„სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჩემი ალმა მატერია და მიხარია, რომ ამ ინიციატივით გამოვიდნენ. მათ მაგალითი მისცეს სხვა უნივერსიტეტებს, რომ ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს. იქ ვინც იზრდებიან, ჩემი მომავალი კოლეგები არიან. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ უნდა ავიცრათ. ვიცი, რომ იქ ბევრი წინააღმდეგობა იყო ამასთან დაკავშირებით და მათი მოწოდება არის ძალიან ღირებული და ღირსეული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
953
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
rrrr
0
რა უფლება ცალკე რომელიმე უნივერსიტეტს ინდივიდუალურად აიძულოს თანამშრომლები ან სტუდენტები აიძულონ აცრა?
20:54 / 31-07-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი