„თოლიას“ ცივ-ცივი სიახლეები ზაფხულის ცხელი დღეების გასაგრილებლად
„თოლიას“ ცივ-ცივი სიახლეები ზაფხულის ცხელი დღეების გასაგრილებლად
რამდენჯერ გინატრიათ ადგილი, სადაც დიდებიც და პატარებიც პირს ერთნაირად ჩაიტკბარუნებდნენ და მენიუში აუცილებლად იპოვიდნენ სასურველ დესერტს? შემდეგში, როცა ეს შეკითხვა გაგიჩნდებათ, გირჩევთ, რომ პასუხის ნაცვლად, პირდაპირ „თოლიას“ სანაყინე მოძებნოთ. პოვნა არ გაგიჭირდებათ, რადგან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მის მისამართს ნებისმიერი შემხვედრი მიგასწავლით. იმედი კი ნამდვილად არ გაგიცრუვდებათ იმიტომ, რომ „თოლიაში“ ბევრი ცივი და გემრიელი სიახლეა...
მოკლედ რომ გითხრათ, ყველაზე ტკბილ მენიუს ცივი ყავა და რამდენიმე საინტერესო დესერტი დაემატა. რაღა თქმა უნდა, ზაფხულისთვის იდეალური ყავის მომზადება „თოლიას“ ნაყინითაც შეგიძლიათ და მის
გარეშეც. მთავარი ის არის, რომ მის ეფექტს პირველივე ყლუპიდან იგრძნობთ, გემო კი ნაკლებად მწარე და დაბალანსებული მოგეჩვენებათ, რაც სმის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის და განტვირთვაში, გაღვიძებასა და ენერგიის მობილიზებაშიც უკეთ დაგეხმარებათ. როგორც ყოველთვის, აქ ცხელი ყავის ასორტიმენტიც სრულ მზადყოფნაშია, თუმცა, ამჯერად, ცივი ყავის უპირატესობებზე ვისაუბროთ...
„თოლიას“ ცივი ყავა ბევრად უფრო მისაღებია მათთვის, ვისაც მგრძნობიარე კუჭი აქვთ. ეს იმიტომ, რომ ცხელი ყავისგან განსხვავებით, აქ მჟავიანობა 67%-ით ნაკლებია, რაც უკეთესია როგორც გემოსთვის, ისე –კბილებისა და კუჭისთვისაც. საქმე იმაშია, რომ ცივად მომზადების დროს, ყავის მარცვლები გაცილებით უფრო რბილ, დაბალანსებულ არომატს ქმნიან და, შესაბამისად, სხვა გემოებთან შერწყმასაც ამარტივებენ. ცივად მომზადებულ ყავაში მეტია კოფეინის კონცენტრაციაც, რაც მეტ
ენერგიას განაპირობებს. ენერგია კი ყველაზე მეტად სწორედ მშობლებს სჭირდებათ.
ყავაზე ხშირად ისმის ხოლმე ერთმანეთისგან განსხვავებული აზრები, თუმცა, ფაქტებსა და კვლევებს თუ დავუჯერებთ, აღმოვაჩენთ, რომ ცივი ყავა ამცირებს ქრონიკული დაავადებების გაჩენის რისკს, ხელს უწყობს მეხსიერების გამართულად მუშაობას და ამცირებს კისრისა და წელის ტკივილის შეგრძნებას. სასიამოვნო ეფექტი კიდევ უფრო შესამჩნევია მაშინ, როცა ეს ცივი ყავა „თოლიას“ ნაყინით მზადდება.
თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, გირჩევთ „თოლიას“ ცივი ყავა ვარჯიშის წინაც დალიოთ – ეს შიმშილის გრძნობას დათრგუნავს, კუნთების ტკივილის შეგიმსუბუქებთ და ენერგიის მობილიზებაშიც დაგეხმარებათ. უფრო მეტიც – ცივი ყავა ორგანიზმს მეტი კალორიის დაწვაში ეხმარება. ალბათ, ამიტომაცაა ყველა დიეტის საუკეთესო მეგობარი...
„თოლიას“ სანაყინეებში, ნაყინისა და თქვენთვის მომზადებული ყავის გარდა, ცივი სიახლე პატარებისთვისაც აქვთ. პრინციპში, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს – თუ გაგრილება და ენერგიის მობილიზება ყავის გარეშე გსურთ, შეგიძლიათ, „თოლიას“ ჯადოსნური შეიკები გასინჯოთ. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გიყვართ – ვანილი, შოკოლადი, მარწყვი, ალუბალი, კარამელი თუ ჟოლო – აქ ყველა გემო თქვენს განკარგულებაშია.
გარდა იმისა, რომ გემრიელი, ფერადი და ცივია, შეიკი რძის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა და მათაც კი აჯადოებს, ვისაც ცარიელი რძის დალევა არ შეუძლიათ. ამიტომ, „თოლიას“ შეიკი, ყველა მშობლისა თუ ბავშვისთვის, იდეალური, ჯანსაღი და გემრიელი გამოსავალია. თანაც, ფასი იმდენად მისაღებია, რომ ბავშვისთვის თუ საკუთარი თავისთვის ამ სიამოვნებაზე უარის თქმა არასოდეს მოგიწევთ!
რასაკვირველია, ყავასა და დესერტებთან ერთად, „თოლიაში“ ჩამოსასხმელი და უკვე ჩამოსხმული ნაყინების ყველაზე დიდი არჩევანი დაგხვდებათ, რაც გადაწყვეტილებას გაგირთულებთ, მაგრამ შედეგით მიღებულ სიამოვნებას გააორმაგებს. ისღა დაგრჩენიათ, ნაცნობ სანაყინეს გვერდი არ აუაროთ და საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები ყველაზე ნაცნობი, უცვლელი და საყვარელი ტკბილეულით გააბედნიეროთ...
R
72
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი