"პრინ­ცე­სუ­ლად ამი­ტა­ნა კლი­ნი­კის მო­საც­დელ­ში და მი­მაწ­ვი­ნა პა­ლა­ტა­ში სა­წოლ­ზე..." - თათული ედიშერაშვილი აცრისა და მისი მეტისმეტი ემოციურობის შესახებ წერს
"პრინ­ცე­სუ­ლად ამი­ტა­ნა კლი­ნი­კის მო­საც­დელ­ში და მი­მაწ­ვი­ნა პა­ლა­ტა­ში სა­წოლ­ზე..." - თათული ედიშერაშვილი აცრისა და მისი მეტისმეტი ემოციურობის შესახებ წერს
მსა­ხი­ო­ბი თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­სი პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"რო­გორ ვმარ­თო ემო­ცი­უ­რო­ბა და ერთი აბი ვა­ლი­დო­ლი".
გა­დავ­ხე­დე წარ­სულ­ში თეთრხა­ლა­თი­ა­ნებ­თან ის­ტო­რი­ებს და ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად მოვ­ყვე­ბი, რად­გან ბოლო ამ­ბა­ვი, რის­თვი­საც მო­მინ­და პოს­ტის და­წე­რა კეკ­ლუ­ცო­ბად არ ჩა­მო­მარ­თვათ.

2010 წელს, როცა ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად ვიმ­შო­ბი­ა­რე პირ­ველ შვილ­ზე, მე­ო­რე დი­ლით როცა გა­ვიღ­ვი­ძე, ენა და­სი­ე­ბუ­ლი მქონ­და. ბევ­რი წვე­თე­ბის, "კაპ­ლე­ბიის სმით, რად­გან ში­შით და არა ტკი­ვი­ლით ვი­მე­ო­რებ, ში­შით გული მიმ­დი­ო­და და გო­ნე­ბას ვკარ­გავ­დი. და­ვით გა­გუ­ამ, შენ ვინ ყო­ფილ­ხარ, ტე­ლე­ვი­ზორ­ში რამ­ხე­ლა გული გაქ­ვსო.

მერე კი­დევ მი­ვა­კი­თხე, ძა­ლი­ან მოკ­ლედ ვყვე­ბი, უბ­რა­ლოდ ფაქ­ტებს ავღ­ნიშ­ნავ, ისე ბევ­რად
კო­მი­კუ­რი იყო ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­მო­ვი­ა­რე. მერე იყო ამ­ბა­ვი ჩემი "დი­ვერ­ტი­კუ­ლი­ტი­ის" - მუც­ლის ღრუ­ში ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მა, მარ­ტი­ვად რომ ავ­ხსნა. გა­დავ­წყვი­ტე, რომ რა­ღაც მო­ურ­ჩე­ნე­ლი მჭირ­და და ჩემს მკურ­ნალ ექიმს ხატ­ზე და­ვა­ფი­ცე, რომ გა­დავ­რჩე­ბო­დი, მაგ­რამ ისე მიშ­ლი­და ნერ­ვებს, რომ ეღი­მე­ბო­და ყო­ველ პა­ლა­ტა­ში შე­მოს­ვლი­სას ჩემს ნამ­ტი­რა­ლებ სა­ხე­ზე. გა­და­მარ­ჩი­ნა და მა­გა­რი ბი­ჭია. მად­ლო­ბა მას.

მერე ავი­ტე­ხე, ფი­ლე­რი უნდა გა­ვი­კეთ­ო-თ­ქო და შე­ვუ­დე­ქი საქ­მეს (კი, ვი­საც გა­ინ­ტე­რე­სებ­დათ, ჩა­მო­წე­უ­ლი ცხვი­რის წვე­რი ავი­წიე და ძა­ლი­ა­ნაც მომ­წონს). რომ გა­მო­ვე­დი კლი­ნი­კი­დან, სა­ჭეს­თან რომ დავ­ჯე­ქი, გული ვერ და­ვი­წყნა­რე ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი, აქაც ვი­ნერ­ვი­უ­ლე. გული ამო­ვარ­დნას მქონ­და. თან ია­რა­ღად გა­მო­ვი­ყე­ნე უკა­ნა ხედ­ვის სარ­კე და თავს ვარ­წმუ­ნებ­დი, ძაან ლა­მა­ზი ვარ­-თქო. ამა­სო­ბა­ში ვა­ლი­დო­ლიც გად­ნა ენის ქვეშ და მან­ქა­ნის გა­სა­ღე­ბიც გა­და­ვატ­რი­ა­ლე.

ცოტა მა­ინც მიხ­ვდე­ბო­დით ჩემს "მა­მაც" ხა­სი­ათს. თან აქ ძა­ლი­ან კო­რექ­ტუ­ლი ვარ. და მი­ვე­დი ფო­ტომ­დე, რომ ვა­ზი­ა­რებ ამ პოსტთან ერ­თად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზუს­ტად ვი­ცო­დი და ახ­ლაც ასე მჯე­რა, ვაქ­ცი­ნა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მეკ­ეთე­ბი­ნა მთე­ლი რიგი არ­გუ­მენ­ტე­ბით და მო­მავ­ლის იმე­დით, რომ ვაქ­ცი­ნა გა­დაგ­ვარ­ჩე­ნს.

ძა­ლი­ან მომ­ზა­დე­ბუ­ლი გა­მოვ­ცხად­დი იმა­ზე ფიქ­რით, რომ ჩემს თვალ­წინ გახ­სნი­ან ფა­ი­ზე­რის ჩემს წილ დო­ზას, კარ­გად წა­ვი­კი­თხავ თვა­ლით ვა­ნიშ­ნებ, "მი­დი-თ­ქო" . ყვე­ლა­ფე­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით წა­ვი­და.

ნემ­სის გა­კე­თე­ბი­დან ზუს­ტად 2 წუთ­ში, ალ­ბათ წა­მა­ლიც ვერ შე­აღ­წევ­და ორ­გა­ნიზ­მში, სკამ­ზე ჩა­მოს­კუ­პე­ბულს და­მე­წყო გან­ცდა, რომ ვერ ვსუნ­თქავ, დავ­ბუჟ­დი და ნერ­წყვს ვერ ვყლა­პავ. ეგ­რე­ვე და­მავ­ლო ხელი ჩემ­მა ბი­ჭუ­ნამ და შე­მა­ქა­ნა ოთახ­ში. ნა­ხეთ, რა მოხ­და ერთი აბი ვა­ლი­დო­ლი ენის ქვეშ და ღი­მი­ლიც და­ვი­წყე.

არა­და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის და­მო­ძღვრებს ვა­ტა­რებ­დი და არც ვუს­მენ­დი. ქვეც­ნო­ბი­ერ­ში მა­ინც შე­უღ­წე­ვია და თა­ვი­სი ქნა. არა­ფე­რი, გა­და­სა­რე­ვად ვგრძნობ თავს და თუ გა­მო­გად­გე­ბათ ეს ამ­ბა­ვი იმის­თვის, რომ ემო­ცი­უ­რად არ გა­ნე­წყოთ და მშვი­დად მი­ი­ღოთ ასე ნა­ნატ­რი კო­ვიდ­ზე აცრა, კარ­გი იქ­ნე­ბა.

ეს ბიჭი მიშ­კაა, ვინც არ იცით, სა­ჯა­რო­ო­ბა არ უყ­ვარს, მაგ­რამ ნა­ხე­ვა­რი სახე მა­ინც არ უჩანს და გა­ვუ­ბე­დე. დღეს მე­ო­რე დოზა გა­ი­კე­თა და უმ­შვი­დე­სია, რო­გორც ყო­ველ­თვის.

ხოოო, ალ­ბათ ამ ბი­ჭის ამ­ბა­ვიც არის ჩემი გუ­ლის პრან­ჭვე­ბი. ისე პრინ­ცე­სუ­ლად ამი­ტა­ნა კლი­ნი­კის მო­საც­დელ­ში და მი­მაწ­ვი­ნა პა­ლა­ტა­ში სა­წოლ­ზე, კი­თხვაც არ და­უს­ვამს, თუ შე­იძ­ლე­ბო­და. ეგეც ქვეც­ნო­ბი­ე­რია რა. აბა, არ წა­მომ­ყო­ლო­და, თუ გავ­ხდე­ბო­დი ცუ­დად?! ჰოდა დაე ვსვა ბევ­რი ვა­ლი­დო­ლი და ვი­ნა­ვარ­დო დიდხანს".
5064
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
0
ამიტანა თუ ამიყვანა?!
20:39 / 01-08-2021
zaza
0
ნახეტ ხალხო სიმართლეს როგორ შლიან ხედავტ მე სიმართლე არ დამეწერა პოსტებს არ წაშოიდა ეს საიტი
11:30 / 01-08-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი