ვისთვის შეიძლება გახდეს სავალდებულო კოვიდსაწინააღმდეგო აცრა: "არის ადამიანთა ორი ჯგუფი, რომელთა სავალდებულო ვაქცინაციაც პრიორიტეტულია"
ვისთვის შეიძლება გახდეს სავალდებულო კოვიდსაწინააღმდეგო აცრა: "არის ადამიანთა ორი ჯგუფი, რომელთა სავალდებულო ვაქცინაციაც პრიორიტეტულია"
ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს გუშინდელ სხდომაზე ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციის საკითხზეც იმსჯელეს. როგორც იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „რუსთავი2-ის“ ეთერში განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე წინა სხდომებზეც იყო მსჯელობა.

მისივე თქმით, არის ადამიანთა ორი ჯგუფი, რომელთა სავალდებულო ვაქცინაციაც პრიორიტეტულია.

„ჩვენი აზრით, ადამიანების ორი ჯგუფი არის პრიორიტეტული. ეს არის პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი, მათთვის უნდა იყოს სავალდებულო ვაქცინაცია. ასევე კარგი იქნება თუ ვაქცინაცია სავალდებულო გახდება განათლების სექტორში და მასწავლებლები და ყველა ადამიანი, ვინც იღებს განათლების პროცესში მონაწილეობს, მოსწავლეებს ვაქცინირებული დახვდებიან.

ჯერჯერობით,
ეს ორი სფეროა, თუმცა, ამ ეტაპზე არაა მიღებული გადაწყვეტილება, იქნება თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია. მაგრამ თუ მიღებული იქნება მსგავსი გადაწყვეტილება, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს,“-აღნიშნა ჩხაიძემ.
3224
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
Inga
2
Arc gabedot davaldebuleba.
21:20 / 02-08-2021
Თამარი
2
Არა სავალდებულო ვაქცინაციას!!!
15:35 / 02-08-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი