ტელეწამყვანი თორნიკე ჯგერნაია, რომელმაც კორონავირუსი ცოტა ხნის წინ გადაიტანა, ვირუსის მძიმე მიმდინარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
ეს მე ვარ რამოდენიმე კვირის უკან კოვიდ 19- ის დიაგნოზით და ეს კადრი შეიძლება უკანასკნელი ყოფილიყო იმიტომ, რომ არავინ, არავინ იცის წინასწარ, რას იზამს კოვიდ 19 რამდენიმე საათში! დღეში! ან წუთშიც... დღეს ყველაფერი რიგზეა! მაგრამ ყველაფერი რიგზეა?
ადამიანების უმრავლესობა აცდენილია რეალობას! ამიტომ მათზე არ უნდა გაბრაზდე! რეალობა უნდა დაანახო! პირისპირ! გაშიშვლებული! შემსუბუქების გარეშე!!! მე არ მომწონს არც ეპიდემიოლოგების და არც ტელევიზიების პოლიტიკა...
ჰო, უნდა იყოს ნაჩვენები, როგორ ემშვიდობებიან სამუდამოდ თავიანთ ახლობელს ადამიანები და მიწას აბარებენ ისე, რომ სასახლის გახსნაც არ შეუძლიათ!
როგორ გადადის "უბრალო გაციების" სიმპტომები 41 გრადუს სიცხეში და სახსრების ტკივილში, რომელიც ადგილზე გახტუნავებს და სასოწარკვეთილი ექიმები, როცა ამ სიცხეს ვერ გიწევენ!
ის საშინელი განგაშის ხმა უნდა მოისმინოს ყველამ, ფილტვების ვინტილიაციის აპარატი რომ რთავს პრობლემის დროს!
უნდა მოისმინოს ხმა იმ ხველის, კოვიდმა რომ იცის! და დაინახოს პაციენტის ის თვალები, რომელსაც ჰგონია, რომ ვეღარ ამოისუნთქებს!
უნდა ნახონ პაციენტები, რომლებიც უკვე ბრძოლისგან გამოფიტულები სიკვდილს ნატრობენ! და ყველამ უნდა ნახოს ექიმებს და ექთნებს რად უჯდებათ მათი ნუგეში, რომ იმედი არ დაეკარგოთ!!!
ჰო, ვიცი, რომ მარტო ეს არ არის გარშემო და ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებულია, ესეც უნდა აჩვენონ, რომ ადამიანებმა, ვისაც კოვიდი არ შეხებია, იცოდნენ, რა ნერვების ომად ჯდება ის გამოჯანმრთელება! 14 დღე, რომელიც 140 საუკუნესავით იწელება!
სიმართლისაგან გაქცევაა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ! და ეს სიმართლისაგან გაქცევის შედეგია, ვიღაცა პირბადეს რომ იხსნის და ვარდისფერ სათვალეს იკეთებს!
ნუ გაიკეთებთ ვარდისფერ სათვალეს, რომ ყველაფერი კარგად იყოს!
გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ვარდისფერი სათვალის გარეშე იყოს ყველაფერი კარგად!!!
იმ იზოლაციის მიღმა, სადაც პაციენტები არიან, როგორ წესი ყველგან კარია შუშით! ჰო და იმ შუშის მიღმა, როცა იქ წევხარ, შენთვის სიცოცხლეა და ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სიცოცხლე გადარჩეს!
გარდაცვლილს რომ გავიგებთ, მათი ასაკი კი არ უნდა ვიკითხოთ, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ, რომ გვამები არ ვითვალოთ...
ზემოთ ჩამოთვლს თუ აჩვენებთ! პირისპირ დატოვებთ რამოდენიმე წუთი! ბევრი გაათვიცნობიერებს და აღარ იქნება ამდენი ადამიანი პირბადის გარეშე! აღარ იქნება ამდენი ანტივაქსერი! და აღარ იქნება ამდენი 'ის' ვისაც არ სჯერა, რომ კორონა აქ არის! აქ და ახლა!
დღეს უკვე კარგად ვარ, სახლში ვარ და გავდივარ პოსტ კოვიდ მკურნალობას. მადლობა კეთილი სურვილებისთვის."