ლაშა ტალახაძე უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია - მან საქართველოს კიდევ ერთი ოქროს მედალი მოუტანა.
ამ გამარჯვებით ლაშამ მთელი საქართველო გაახარა, თუმცა ყველაზე მეტად ალბათ მისი ოჯახი, დედ-მამა, ნათესავები, ცოლი და შვილები.
როგორც ცნობილია, ლაშა და მის მეუღლე ანა დემურიას ორი ქალიშვილი ჰყავთ - მარიამი და ელენე.
როგორც ცოტა ხნის წინ ინტერვიუში ყვებოდა, ლაშა სპორტისგან თავისუფალ დროს აქტიურად არის ჩართული შვილების აღზრდაში და ალბათ ახლა მეორე პატარის გაზრდაშიც დაეხმარება მეუღლეს.
"შვილებთან საურთიერთოდ ცოტა დრო მაქვს, თორემ ცუდი მამა არ ვარ... ჩემი მეუღლის სახით, მხარში მიდგას ადამიანი, რომელიც ხელს მაქსიმალურად მიწყობს. როცა სახლში ვარ, შემიძლია დამოუკიდებლად მოვუარო, ვაჭამო, გამოვუცვალო, გავართო... ღამეც ბევრჯერ ავმდგარვარ და მიმიხედავს", - ყვებოდა ინტერვიუში.