კლინიკა "გორმედის" ქსელის თერაპიული დეპარტამენტის და კოვიდის მართვის მიმართულების ხელმძღვანელი გია მღებრიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს.
მედიკოსი იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მთავრობის დადგენილ რეგულაციებს აპროტესტებენ. როგორც მღებრიშვილი წერს, შეზღუდვებს რამდენიმე ასეული ადამიანის გადარჩენა შეუძლია.
"მინდა ყველა იმ ადამიანს მივმართო, ვინც შეზღუდვებს აპროტესტებს. რა გჭირთ? რა ჯიშისები ხართ? თქვენს დაბადებაში ნუთუ ღმერთი არ ურევია?! იცით თუ არა, რომ ამ შეზღუდვებმა რამოდენიმე ასეული ადამიანი გადაარჩინა და მათ შორის შესაძლოა შენ, ან შენი მშობელი, ან შენი შვილი ან დედმამიშვილი. იცით რომ კლინიკებში ადგილები ფაქტიურად აღარ არის. იცით რომ პერსონალი გადაიღალა და მალე სრულად გამოეცლება ძალა. რადგან ჩვენც ადამიანები ვართ. ჩვენც ვიღლებით ფიზიკურადაც და უფრო მეტად ფსიქოლოგიურად. განაგრძეთ კითხვა