დიღომში, ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტლის მოწყობა მიმდინარეობს.
შესაბამისი ვიდეომასალა ექსკლუზიურად „პალიტრანიუსმა“ გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე საწოლების მობილიზება ხდება და ჰოსპიტლის მოწყობის პროცესი დაწყებულია.
"ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, დიღმის ოლიმპიური სოფლის დარბაზში საველე ჰოსპიტლის მოწყობისთვის მზადება მიმდინარეობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ დამატებითი ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.