მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე მეორე შვილის დედა ხდება. ბავშვის სქესი მან "ფორმულას" გადაცემა "ქალების" ეთერში გაიგო - მას პირველი ვაჟის შემდეგ, ამჯერად გოგონა ეყოლება.
"არასოდეს წარმომედგინა, რომ ასეთი მასშტაბური Gender Reveal Party გვექნებოდა, მე და ჩემ სიყვარულებს! მადლობა, ყველას, ვინც ჩემი გულითადი საიდუმლო უთქმელად ატარა, მათაც, ვინც უთქმელად ვერ ატარა, მათაც ვინც დაიჯერა, ან არ დაიჯერა, მინდოდა, მხოლოდ დიდი მუცლით დამეანონსებინა ეს სიახლე…
მადლობა, ჩემს სიყვარულს, ამხელა ძალისთვის და ჩემი თვითრწმენის უმაღლეს დონეზე გაზრდისთვის, დაფასებისა და მოფრთხილებისათვის... მადლობა, "ქალებს", ამ გადაცემამ, ურთულესი პერიოდი, სრულ სიცილ-ხარხარში გადამატანინა… ჩემი ოჯახის წევრები და შვილი, რომელმაც სტიმული მომცა, დავფიქრებულიყავი კიდევ ერთ პტარაზე… მადლობა, სრულიად უცხო გამომწერებს, ასე რომ მგულშემატკივრობთ უანგაროდ და უპირობოდ. გოგოს დედობა მხვდა წილად, ამჯერად, უდიდესი პატივია და დროული! მადლობა სამყაროს ამ საჩუქრებისთვის…." - დაწერა ალექსანდრამ ინსტაგრამზე და სქესის გაგების ცერემონიის ფოტოებიც გამოაქვეყნა.
ამჯერად კი ალექსანდრამ 24 და 25-ე კვირის ორსულობის ვიდეო და ფოტოები გამოაქვეყნა და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დამალა მუცელი ამდენი ხნის განმავლობაში, სანამ მეორე ორსულობის შესახებ ამცნობდა საზოგადოებას.
"24 და 25 კვირა! როგორ შევძელი ასეთი ღიპუცას დამალვა?
ერთი მიზეზია, და გავშლი…
ასანკა და სრულიად გამართული, გაჭიმული სიარული. ეს ჩვევა დამეხმარა!!!
როცა სხეულის კორსეტი კუნთით, ვარჯიშისგან შეკრული და დაჭერილია, როცა ხერხემალი ჰაერშია აზიდული და “მძიმედ” არ მოძრაობ, როცა ნიკაპიც სათანადო სიმაღლეზეა და წინ იყურება, იოლია, არც წონა მოიმატო ამავე ზონებში, არც ღიპის კონტროლი დაკარგო, არც მხრებში მოიხარო და შეინარჩუნო სინარნარე….
მოკლედ ასანკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს…. "ასანკა" და თავდაჭერა კი, ქართულმა ცეკვამ და სამოდელო საქმიანობამ ჩამინერგა, პატარაობიდანვე! ჩემ გოგოსაც არ მოვაკლებ ამ სიამოვნებას, ადრე თუ თავაწეულს, ქედმაღალს და “გაჯგიმულს” მეძახდნენ, მხოლოდ ამის გამო, ვხედავ როგორც მადგება ყველაფერში, მხრებგაშლილი და წელში გამართული ადამიანი, უკვე თავისთავად გამოასხივებს თავისებურ იმპულსს, რომელიც სხვებს მხოლოდ მისი პატივისცემისკენ გვიბიძგებს, მიკრო და ქვეცნობიერ დონეზე… გაიმართეთ, თავი მაღლა და ზურგის კუნთები მუდამ განვითარებული გქონდეთ, რაიცით როდის მოუწევს რამდენიმე კგ სიხარულის ტარება ცოტახნით თქვენს სხეულს".
როგორც ალექსანდრამ ცოტა ხნის წინ აღიარა, მისი მეორე შვილის მამა მისი რჩეულია, რომელიც მასზე 20 წლით არის უფროსი.