ბიჭი, რომელსაც ექიმის ექსპერიმენტმა ცხოვრება დაუმახინჯა - მან ნახევარი ცხოვრება იძულებით ქალად იცხოვრა
ბიჭი, რომელსაც ექიმის ექსპერიმენტმა ცხოვრება დაუმახინჯა - მან ნახევარი ცხოვრება იძულებით ქალად იცხოვრა
ბრიუს რეიმერი, ისევე როგორც მისი ტყუპისცალი ძმა, 1965 წელს დაიბადა ქალაქ ვინიპეგში (კანადაში). როცა რვა თვის გახდნენ, ბიჭებს შარდვის პრობლემები დაეწყოთ. ექიმთან რომ მიიყვანა, უთხრეს, რომ მიზეზი ფიმოზი იყო და საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას. ერთ-ერთმა ქირურგმა ურჩია ბავშვების დედას, ჩუჩის ჩაჭრისა და გადაწევის ნაცვლად, რასაც ამ დროს აკეთებენ ხოლმე, წინდაცვეთა გაეკეთებინა - ასე სამუდამოდ მოაცილებდა ბავშვებს მსგავს პრობლემას.
სკალპელის ნაცვლად ექიმმა რატომღაც ელექტროკაუტერი გამოიყენა (მოწყობილობა ელექტროძაბვით მოსაწვავად). პროცედურის დროს ექიმმა ბრიუსს
სერიოზულად დაუწვა პენისი და თანაც ისე, რომ ზოგიერთები მის აღდგენასაც ეჭვქვეშ აყენებდნენ. 
mshoblebi
დარდით შეპყრობილი მშობლები ცნობილ ფსიქოლოგ ჯონ მანისთან მივიდნენ, რომელიც სექსუალურ იდენტიფიკაციას შეისწავლიდა. ექიმის რეკომენდაცია რადიკალური იყო – ბავშვისთვის სქესის შეცვლის ოპერაცია გაეკეთებინათ და გოგონასავით გაეზარდათ.
მშობლებმა მისდიეს პატივცემული პროფესორის რჩევას. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბავშვის ბედი მანის ყველაზე ნაკლებად აღელვებდა. მან უბრალოდ ხელიდან არ გაუშვა იდეალური შანსი სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩასატარებლად, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა, რომ "ბავშვის აღზრდა, და სულაც არა ბუნება, განსაზღვრავს ადამიანის გენდერულ თვითიდენტიფიკაციას და სექსუალურ ორიენტაციას". და ის გარემოებაც, რომ ბრიუსს ტყუპისცალი ძმა ჰყავდა, მანის აზრით, ამ ჰიპოთეზის დადასტურების უნიკალური შესაძლებლობა იყო.
mshoblebi
1967 წლის 3 ივლისს ბრიუსი იქცა ბრენდად. მას
სრულიად მოაცილეს პენისი და გაუკეტეს ხელოვნური ვაგინალური ხვრელი...

პრობლემა ის აღმოჩნდა, რომ ბრიუსი არანაირად არ თანხმდებოდა ბრენდად ქცევაზე. ბრენდა უარს ამბობდა კაბების ტარებაზე და ძმის მანქანებითა და პისტოლეტებით თამაში ერჩივნა, სულ არ აქცევდა ყურადღებას თავის თოჯინებს. სკოლაშიც სულ დასცინოდნენ, რადგან გოგოსავით ეცვა, მაგრამ ბიჭივით იქცეოდა.
mshoblebi
ჯონ მანი

სასოწარკვეთილმა მშობლებმა კვლავ მიაკითხეს მანის, მაგრამ მან ისინი დაარწმუნა, რომ ბავშვს უბრალოდ "რთული ასაკი" ჰქონდა და მალე გაუვლიდა. ამასობაში ის სამეცნიერო სტატიებს ბეჭდავდა თავის ექსპერიმენტზე, რომელიც აბსოლუტურ სამეცნიერო ტრიუმფად მიაჩნდა.
ბრიუსი საბოლოოდ მაინც ვერ იქცა ჩვეულებრივ ქალად. როცა 17 წელი შეუსრულდა, მას საბოლოო ოპერაცია უნდა გაეკეთებინა – ხელოვნური ვაგინის შექმნის. თუმცა ოპერაციაზე უარი თქვა. სწორედ მაშინ უთხრა მამამ სიმართლე.
სწორედ ამ პერიოდში პროფესორმა მანიმ მოულოდნელად სულაც მიატოვა თავისი საქმე და აღარც სტატიებს ბეჭდავდა. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მასზე არც არაფერი იყო ცნობილი. მხოლოდ 1997 წელს არქივებში აღმოჩნდა საბუთები, რომლებმაც საჯარო გახადეს ის კატასტროფული ზიანი, რაც მან საწყალ ბრიუსს მიაყენა...

mshoblebi
ბრიუსმა მწარედ გადაიტანა ნამდვილი ამბის გაგება, სამჯერ სცადა თვითმკვლელობა, ერთხელ ისე ცუდად იყო, რომ კომიდან ძლივს გამოიყვანეს. მერე კი გადაწყვიტა, ჩვეულებრივი კაცივით ეცხოვრა, ხელახლა დაიწყო ჰორმონალური თერაპია და მამაკაცური სასქესო ნიშნების აღსადგენი ოპერაციაც გაიკეთა. სახელიც შეიცვალა - დევიდ რეიმერი გახდა, მოგვიანებით ქალიც გაიცნო, სამი შვილის დედა, რომელიც ცოლად მოიყვანა.

თუმცა არც ოჯახურმა ცხოვრებამ გასტანა დიდხანს - წყვილი მალე გაშორდა. ცოტა ხანში დევიდის ტყუპისცალმა ბრაიანმა, რომელსაც მოზარდობის წლებიდან შიზოფრენია ტანჯავდა, თავი მოიკლა. 

დევიდმა მძიმედ გადაიტანა ძმის გარდაცვალება და საკუთარი პასუხისმგებლობაც იგრძნო ამ ყველაფერში - მშობლები ხომ გამუდმებით მასზე ზრუნავდნენ, მის პრობლემებზე და ბრაიანისთვის პრაქტიკულად არ ეცალათ. 

მანი ბოლომდე უარს ამბობდა თავისი შეცდომის აღიარებაზე. ის ამტკიცებდა, რომ პრობლემა დევიდში იყო - ბიჭმა უბრალოდ არ აღიარა თავი გოგონად. 

2004 წელს დევიდმა მძიმე დეპრესიას ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა... 

mshoblebi

ასევე იხილეთ: ყველაზე აღმაშფოთებელი ექსპერიმენტები ბავშვების მონაწილეობით
13138
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
ნანა
2
ექიმს ბოლომდე არასოდეს უნდა ენდოთ, რაც არ უნდა ჭკვიანად მოგეჩვენოთ და მითუმეტეს ასეტ საკითხებში.
11:04 / 23-05-2019
eqims sonka1sgan
2
Eს არ იყო ექიმი, ექიმს ჰყავს Pაციენტი, ფსიქოლოგს კლიენტი! PსიქოლოგებI ექსპერიმენტებშI უფრო თAმამები არიან! შEიძლება მართLაც იყოს სისულელე ( ახლავე გადავამოწმებ) მაგრამ თEორია, რომ თVითIდენტიფიკაციას (მათ შOრის სქესსაც) Gარემოება განსაზღვრავს, ძALიან ბევრი ცნობილი ფსიქოლოგი აღNიშNავს.
13:01 / 10-04-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?