გივიკო დიდია და ნათკა ბებო დღეს ინტერნეტ-სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბებია-შვილიშვილია. მათ ვიდეოებს ასი ათასობით ნახვა აქვს. ნათკა ბებომ გულწრფელობით და უბრალოებით შეძლო ასი ათასობით ადამიანის გულის მოგება.
გუშინ გივიკომ ფეისბუქ გამომწერებს ამცნო, რომ ბებომ ფეხი მოიტეხა და მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის. თავს სუსტად გრძნობს და სიარული არ შეუძლია.
გივიკომ საავადმყოფოში ბებიასთან საუბრის ამსახველი ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. ვიდეომ უამრავ ადამიანს აუჩუყა გული. ისინი ბებია-შვილიშვილს გამამხნევებელ კომენტარებს წერენ და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ.
„ნათი, მომეცი ახლა პირობა, რომ მოძლიერდები და ფეხზე დადგები. შენ თუ ფეხზე დადგები, წვერსაც გევიპარსავ და ცოლსაც მევიყვან, ამას გპირდები. ნათი, შენ რომ გინდა, იმფერი გოგოა“, - პირდება ბებიას შვილიშვილი.
გასულ წელს ნათკა ბებომ მოსიყვარულე შვილი დაკარგა, გივიკომ კი მზრუნველი მამა. ამ ტრაგედიამ დიდი დაღი დაასვა ბებოს ცხოვრებას. თუმცა შვილიშვილი ცდილობს, ტკივილით სავსე დღეები ცოტათი მაინც შეუმსუბუქოს საყვარელ ბებიას და ხშირად ანებივრებს სასიამოვნო სიურპრიზებით.
ერთ-ერთი ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ძალიან განიცდის ბებიას წლების მატებას. „ნეტავ შემეძლოს სიბერის შეჩერება, ნეტა შემეძლოს მისგან ნათკას დაცვა“.