გამომცემლობა palitra L - ის რედაქტორი თეა ბარამაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყენებს, რომელსაც გთავაზობთ:
"ისეთი გაბრაზებული ვარ, უნდა დავწერო, თან ბევრი უნდა დავწერო:
როცა ორ დღეში 100-ზე მეტი ადამიანი ამ ვერაგი ვირუსის მსხვერპლი ხდება, ანტივაქსერები აი, ამაზე წუხან: გარიყულად ვგრძნობთ თავს, საზოგადოებამ ზურგი გვაქცია, ჩვენი არჩევანის თავისუფლება უგულებელყოფილია, გვაიძულებენ ავიცრათ და იქვე დაამატებენ: მაგრამ არა და არა, ბოლომდე ვიქნებით ჯიუტები, რადგან გამოუცდელ ვაქცინას არ ვენდობით, ჩვენ ყველა მეცნიერზე უფორ მეცნიერები მასონთა ექსპერიმენტში არ ვმონაწილეობთ, მავანთა ფინანსურ მაქცინაციებს საკუთარ ჯანმრთელობას არ ვანაცვალებთ და ა.შ. ამას კიდევ რელიგიური მოტივიც დაუმატეთ: თურმე ვაქცინაციით ეშმაკთან წილნაყარნი ხდები და აბა, სასუფევლისკენ გზას ხომ არ მოიჭრიან. მოკლედ, თავს მსხვერპლად და ლამის წამებულად წარმოაჩენენ.
ჰოდა, ახლა ეს ამბავი მსხვერპლის კონტექსტში განვიხილოთ:
ამ ექსპერიმენტში მე ვმონაწილეობ, მე ვდებ სასწორზე ჩემს სიცოცხლეს იმისთვის, რომ ორი წლის (ან ცოტა მეტის) შემდეგ ამ ვაქცინის ავ-კარგი შენ დაინახო და კიდევ შენ ხარ მსხვერპლი?
შენი გათვლებით, ორ-სამ წელიწადში მე რომ უნდა მოვკვდე და შენ გადარჩე, ამხელა სამყაროს ბატონ-პატრონი ხდები თანამოაზრეებთან ერთად და კიდევ შენ ხარ დაჩაგრული?
შენი აზრით, მე რომ ცოდვაში ჩავდგი ფეხი და სასუფეველში აღარ მიმესვლება ამ ფეხებით, შენ კი მიწაზეც და იქაც სამოთხე გელის, კიდევ მე ვარ პრივილეგირებული?
შენი დასკვნით, მე რომ ბილ გეითსის ჩიპს ვიდგამ, უცხო ძალებმა ჩემი გონება რომ უნდა მართონ და წასულია ჩემი საქმე და ამ დროს შენ საღადმოაზროვნე თავს ინარჩუნებ, კიდევ შენ ხარ შეზღუდული?
ყველაზე ძვირფასით, ჩემი სიცოცხლით მე ვრისკავ, ყველაზე ფასეულს, ჯანმრთელობას მე ვაყენებ საფრთხის ქვეშ და კიდევ შენ ხარ დაზარელებული?
ააა, სული? ჰო, აქ ცოტა რთულადაა საქმე, მაგრამ ეს შენთვის, თორემ მე ასე ვფიქრობ:
აი, ის ღმერთი, შენ რომ ამოფარებიხარ და მისი სახელითაც მელაპარაკები, იცი, სინამდვილეში რას ფიქრობს? იმ ღმერთს ჩემი გადაწყვეტილებით შენისთანა მადიდებელს რომ გადავურჩენ, წესით, არ უნდა ეწყინოს, მაგრამ მე არც მთლად ასეთი პრიმიტიული წარმოდგენის ვარ მასზე: ჩემს ღმერთს აუცილებლად გაუხარდება, რომ მისი ნაჩუქარი სიცოცხლისთვის გავრისკე, ვიბრძოლე, და ისიც ეცოდინება, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რომ საერთოდაც, ღმერთი, თუკი ის სადმე არსებობს და გვხედავს, არა მგონია, სერიოზულად აღიქვამდეს ჩემსა და განსაკუთრებით შენს ვნებათაღელვებს, და ახლაც ისევე ეცინება შენს ბჭობაზე, როგორც ID ბარათების შემთხვევაში, მასში ეშმაკს რომ ხედავდი და ღმერთის სახელით დანარჩენებს არწმუნებდი, რწმენასა და ქართველობას გვართმევენო.
ახლა ამას ჩაეჭიდნენ: გვაიძულებენ და ამით ადამიანის ფუნდამენტური უფლება ირღვევაო. შევთანხმდეთ: ეს ვირუსი ბუნებრივად გაჩენილია, ხელოვნურად შექმნილი თუ ღმერთის გამოგზავნილი, ფაქტია, რომ გვებრძვის და ჩვენ ყველანი ომში ვართ! ომი კი ომია და არავინ გეკითხება, მასში ბრძოლა გინდა თუ არა - ან იბრძვი (და არ კითხულობ, იარაღი, რომელსაც მოგცემენ, რამდენ ბრძოლაშია გამოცდილ-გამარჯვებული) ან დეზერტირი ხარ. განაგრძეთ კითხვა