კორონავირუსს კიდევ ერთი გამოცდილი ექიმი - ბავშვთა ქირურგი ალექსანდრე ბერულაშვილი ემსხვერპლა. თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა ავრცელებს პოსტს ამ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით:
"გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა, გამოცდილი და გულისხმიერი ექიმი, სანიმუშო და ერთგული მეგობარი, ბავშვთა ქირურგი ალექსანდრე (ალეკო) ბერულაშვილი.
თსსუ-ს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა თანაგრძნობას უცხადებს ბატონი ალეკოს ოჯახს, მის კოლეგებსა და მეგობრებს.
ჩვენ, მისი კოლეგები დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით ღირსეულ ადამიანს, ჩვენი გუნდის წევრსა და საუკეთესო მეგობარს.
მშვიდობით, ბატონო ალეკო..."