"ხვალინდელ ათასებში მეც ვიქნები, ამ მწვანე იდიოტს ნახეთ რას ვუზამ“, - ამ სტატუსის ავტორი ჩცდ-ს ცნობილი პერსონაჟის "დოჩის" როლის შემსრულებელი ნანუკა გულუაა. გუშინ მსახიობმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კორონავირუსით არის ინფიცირებული. Ambebi.ge ნანუკას დღეს დაუკავშირდა. ინფიცირების დადგენიდან მეორე დღეს ნანუკას ძლიერი ხველის გამო ლაპარაკი კი უჭირს, თუმცა ორიოდე სიტყვა მაინც გვითხრა:
ნანუკა გულუა:
- არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, საიდან შემხვდა ვირუსი. 1 - ლ სექტემბერს ვიყავი ვაქცინაციაზე ჩაწერილი და სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი. გუშინ დამიდასტურდა კოვიდი, ტემპერატურა მქონდა, გუშინ ღამე აქტიურად ვიყავი, მაგრამ დღეს ისეთი ხველა დამეწყო, ვერ ვლაპარაკობ. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ ჰოსპიტალიზაცია მჭირდება, მეორე დღეა ჯერ.
- მარტო ხართ სახლში? განაგრძეთ კითხვა