როგორც ცნობილია, რუსული ესტრადის ვარსკვლავი მაქსიმი კორონავირუსის გართულებების შემდეგ ორი თვე კომაში იყო. სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა კომიდან და როგორც ახლობლები ამბობენ, ძალიან სუსტად არის. ხელახლა სწავლობს სიარულს, ძალიან გახდა - დაახლოებით 30 კილოგრამს იწონის. გადის მკურნალობას და რეაბილიტაციას და იმედი აქვთ, რომ მალე აღიდგენს ძალებს.
ვიდეოც გავრცელდა, რომელზეც ჩანს, როგორ მოჰყავთ ხელჩაკიდებული ცნობილი მომღერალი. მის გვერდით მისი ექიმია, რომელიც რეაბილიტაციაში ეხმარება.
მის გამოჯანმრთელებას მოუთმენლად ელიან მისი ქალიშვილები, რომლებსაც ყველაზე მეტად გაუჭირდათ დედის ავადმყოფობასთან შეგუება.